"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..."
"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..."
"ყველაფერი დაგეგმილი იყო"

თბილისის საქალაქო სასამართლოში­ "ციანიდის საქმის" განხილვა ისე დასრ­უ­­ლდა და დეკანოზ გიორგი მამალა­ძეს ცხრაწლიანი პატიმრობა ისე მიესაჯა,­ რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაკავებ­ულს­ არ მოუსმენია - ის 7 თვის მანძილზე პირველად არ დაესწრო პროცესს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ე.წ. ციანიდის საქმეზე სტატიას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდს.

მიხეილ რამიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: "ყველაფერი დაგეგმილი იყო - კონსენსუსი შედგა სუს-ს, პროკურატურასა და გარკვეულ პირებს შორის, ამიტომაც გადაკვალიფიცირდა მუხლიც და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
მკვლელობის ნაცვლად, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი. მტკი­ც­ებულებები არ გააჩნდათ, გამართლება სი­რცხვილად ჩათვალეს და ასეთი გამოსავალი იპოვეს".

მამა ალექსანდრე გალდავა:

- სასულიერო პირებს არ შეგეძლოთ, თქვენი რესურსით დაგედგინათ, რატომ არის საეჭვო ორივე მხარის მოქმედება, თუ ეს საპატრიარქოში არსებული განსხვავებული პოზიციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა?
- თუ მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის­ რადიკალურ შეფასებებს გულისხმობთ, პირადად მე, არ მომწონს,
როდესაც შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებენ პატრიარქის გარემოცვას, რადგან თითოეული მათგანი პატრიარქის კურთხევით არის მის გვერდით,
არ მომწონს, როდესაც მეუფე პატ­რიარქზე­ ამბობს, ობიექტური ინფო­რმაციის მოპოვებას ვერ ახერხებს, უძლურია და საკითხებს რეფერენტი­ წყვეტსო. მით უმეტეს, რომ ეს სიც­რუეა. მეუფე პეტრეს მიმართ წმინდა სინოდმა საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო - ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, მაგრამ ალბათ, გარკვეული რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს...

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

hiugo555
14 სექტემბერი 2017 11:47
უფალო----100ათასი მოწამის ქვეყანაში თვითმარქვია ,ყველაფრის მკადრებელი ადამიანების ჯგუფი ,სუსთან და პროკურატურასთან შეკრული(და არა ხალხთან) იერარქია,გაუგონარ ფუფუნებაში მცხოვრები მრავალი დანაშაულის მფარველი კასტა რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება რომ მართლმადიდებლობა გაუთანაბრდეს ყველა რელიგიას(სინოდი20---17).პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავაD..წლების განმავლობაში თვალს ხუჭავენ იეჰოვას აკრძალული ასეულათასი ტონა ლიტერატურის შემოტანას.(მამა ბასილი ციხეში ჩასვეს)...ხელფასებს იღებენ მთავრობებისგან (ბიუჯეტიდან)...მამაომ რომელმაც ამხილა და სთქვა სიმართლე დანაშაულობებზე 9 წლით გააგზავნეს ციხეში.(როცა მკვლელებს 4წ უსჯიან)...როცა ზემოთცამოთვლილ მიზეზებზე დუმნან მამაოები საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, იქნებ მიგვანიშნო გზა ქრისტესთან ყოფნის, მათ გარეშე ან გვიჩვენო მათი დასჯა....
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა