"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..." - კვირის პალიტრა

"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..."

"ყველაფერი დაგეგმილი იყო"

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" განხილვა ისე დასრულდა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა ისე მიესაჯა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაკავებულს არ მოუსმენია - ის 7 თვის მანძილზე პირველად არ დაესწრო პროცესს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ე.წ. ციანიდის საქმეზე სტატიას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდს.

მიხეილ რამიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: "ყველაფერი დაგეგმილი იყო - კონსენსუსი შედგა სუს-ს, პროკურატურასა და გარკვეულ პირებს შორის, ამიტომაც გადაკვალიფიცირდა მუხლიც და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ნაცვლად, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი. მტკიცებულებები არ გააჩნდათ, გამართლება სირცხვილად ჩათვალეს და ასეთი გამოსავალი იპოვეს".

მამა ალექსანდრე გალდავა:

- სასულიერო პირებს არ შეგეძლოთ, თქვენი რესურსით დაგედგინათ, რატომ არის საეჭვო ორივე მხარის მოქმედება, თუ ეს საპატრიარქოში არსებული განსხვავებული პოზიციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა?

- თუ მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის რადიკალურ შეფასებებს გულისხმობთ, პირადად მე, არ მომწონს, როდესაც შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებენ პატრიარქის გარემოცვას, რადგან თითოეული მათგანი პატრიარქის კურთხევით არის მის გვერდით,

არ მომწონს, როდესაც მეუფე პატრიარქზე ამბობს, ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებს, უძლურია და საკითხებს რეფერენტი წყვეტსო. მით უმეტეს, რომ ეს სიცრუეა. მეუფე პეტრეს მიმართ წმინდა სინოდმა საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო - ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, მაგრამ ალბათ, გარკვეული რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს...

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია