კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" მეორედ დააკავა
კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" მეორედ დააკავა
ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" მეორედ დააკავა. ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში იყო გაძევებული. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "გელა თბილისკი" და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს.

მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო მის გაძევებაზე რუსეთის ტერიტორიაზე.

„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა