შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა - ახალი დეტალები თემქაზე მომხდარ თავდასხმაზე - კვირის პალიტრა

შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა - ახალი დეტალები თემქაზე მომხდარ თავდასხმაზე

ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა თემქაზე. თვითმხილველების თქმით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. შემთხვევის ადგილზე გდია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს დაჭრილი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, რომლებიც გასროლის შემდეგ გაიქცნენ.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვიანა, რის გამოც დაჭრილი საავადმყოფოში ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილიც ამავე კვარტლის მცხოვრებია.

სამართლადამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სისხლიანი მაისურიც. თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დაჭრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ ასევე: "ბიჭი სისხლისგან იცლებოდა, სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში"

"ინტერპრესნიუსი"