გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშის ინფორმაციით, გარდაცვლილები და-ძმა არიან. სამინისტროს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არაოფიციალური ინფორმაციით და-ძმის გარდაცვალიების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს.