"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?"
"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?"
როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 11 ნოემბერს საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ეს დღიური კი სიკვდილით დასჯის გაუქმებამდეა დაწერილი, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადმომცა წლების წინ: შეიძლება შენთვის საინტერესო აღმოჩნდესო. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი, გამეცნო თუ არა ეს ჩანაწერი მკითხველისთვის. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იქნებ ბევრი ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, დანაშაულისა და სასჯელის სიმძიმეზე...

დღიურის სტილი დაცულია:

"სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ "ენგურმშენზე" დავიწყე მუშაობა, მძღოლად. ცოლიც მალევე შევირთე - გალელი ქალი. ნათელა 8 მარტს იყო დაბადებული და ყოველი 8 მარტი ზეიმი გახლდათ ჩემთვის. "ქალთა დღეს" ჩემს საოცნებო ქალს ყველა სურვილს ვუსრულებდი, ვანებივრებდი. ყურადღება და სითბო არც ისე აკლდა. ნორმალურად ვცხოვრობდით. სამი შვილი
შეგვეძინა - ორი ბიჭი და ერთი გოგო. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, გვეჩხუბოს. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა ალბათ, მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცხოვრებ, მთავარია, როგორ იცხოვრებ... კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ჩემი ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვალ რომ გაცოცხლდეს, მაინც არ ვაპატიებ ღალატს. კაცებისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება. ჩემი პროფესიის წყალობით ბევრჯერ "შევხვედრივარ" ქალებს, მაგრამ ეს იყო "შეხვედრა-დაშორება". საყვარელი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ჩემი ცოლი იყო.

ნათელა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ყოველ დილით, ბავშვებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ერთხელაც, ნაცნობს მანქანით რაიონის ცენტრამდე გავყევი. გზაზე ჩემი მეუღლე და ბიძაშვილის გოგო შევნიშნე. ვიდრე რამეს ვიტყოდი, ნაცნობმა მძღოლმა მკითხა: ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არისო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - ეს ქალი ამა და ამ ბიჭის მანქანაში დავინახე, საყვარლები ყოფილანო. თავი საშინლად ვიგრძენი. სახლში ძლივს დავბრუნდი, ცოცხალ-მკვდარი.
ალბათ ღალატი ერთადერთი რამ არის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ აპატიებ. შურისძიების აუტანელი სურვილი გამიჩნდა. მეორე დღეს ნათელას ვუთხარი, გავისეირნოთ-მეთქი. ვიცოდი, ეს ჩვენი უკანასკნელი გასეირნება იქნებოდა. გზაზე რამდენჯერმე მკითხა: რა უცნაურად მიყურებ, რაღაც სხვანაირი ხარო. გზიდან გადავუხვიე და ზუსტად იმ ადგილას გავაჩერე მანქანა, სადაც ჩემი ნაცნობის თქით, ის სხვასთან ერთად დაინახა. შეშინებული მიყურებდა და ელოდა, რას ვკითხავდი.
შენ ხომ კარგად გახსოვს, აქ რაც მოხდა? სიმართლის ღირსი ვარ და ყველაფერი უნდა ამიხსნა-მეთქი, - მოვთხოვე. გაუკვირდა, თუ ეს ამბავი ადრეც იცოდი, მაშინ აქ რატომღა მომიყვანეო და ყველაფერი აღიარა. 2-3 დღე მივეცი მოსაფიქრებლად და ვუთხარი, რომ თავისი ნივთები აეღო და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო. დრო იმიტომ მივეცი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოეტანა განაჩენი. თუ გინდა, მომკალი, აქედან არსად წავალ, ბავშვებს ვერ მივატოვებო, - ასეთი იყო მისი პასუხი. ბევრი ვიფიქრე, რა ელოდათ ჩემს შვილებს, დედა თუ აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ შურისძიებისთვის სხვა გზა ვერ ვიპოვე.

ერთ დღეს ვთხოვე, ტყეში გამომყევი-მეთქი. უსიტყვოდ გამომყვა. თითქოს ბუნება მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც ჯიხვები, ისე ვიდექით ხრამის პირას. თვალებში შევხედე. უთქმელად მიხვდა, რომ ეს სიცოცხლის ბოლო წუთები იყო მისთვის. დღემდე თვალწინ მიდგას მისი მავედრებელი თვალები. იმ საღამოს მაინც სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა... ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: სიმართლე ხომ გითხარი, ბავშვებს ნუ დააობლებ, მაპატიე, მოსვენება არ მომცა იმ კაცმა და შევცდი, მაგრამ როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო და ოჯახის დანგრევის შიშით სიმართლე ვეღარ გითხარიო. ხალხის სასაცილო გამხადე და შეცდომისთვის პასუხი უნდა აგო. იმ კაცსაც, ვინც ოჯახი დამინგრია, არ ვაცოცხლებ-მეთქი, - დავიქადე. ორჯერ ვესროლე... (იხილეთ სრულად )

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (11)
...
16 მარტი 2020 10:14
იმას რატომ არ ამბობთ,რომ თურმე კაცისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება.შეიძლება მისი ,როგორც თვითონ ამბობს ბევრი დროებითი შეხვედრა-განშორება ქონდა ბევრ ქალთან....სწორედ ამან აიძულა მისი ცოლი ეს გაეკეთებინა.ოჯახის სიწმინდეს ერთნაირად უნდა იცავდეს კაციც და ქალიც.და ნურავინ შემედავებით რომ თუ კაცი ბილწავს ოჯახის სიწმინდეს ამას გამართლება აქვს.როგორც ქალს მოეთხოვება ერთგულება,იგივე მოეთხოვება კაცსაც.თუ კაცისთვის საპატიოა ,,ათასი,, ქალისთვის ერთი უპატიებელია!!! პ.ს. ვაჟკაცი კაცი არასდროს უღალატებს ოჯახს,ის მთელს თავის ცხოვრებას უძღვნის თავის რჩეულს,თავის შვილების დედას. ამას გვასწავლის თვით უფალი.❤❤❤
beqa
17 ოქტომბერი 2019 02:22
ქალბატონო მედეა ყველა დაადანაშაულეტ იმ მოღალატე ქალბატონის გარდა. ადამიანის მოკვლა არასდროსაა გამოსავალი და თვითონაც ალბათ ცხოვრების ბოლოდე დაიტანჯებოდა მისი საქციელთ მაგრამ თქვენ რატო ამართლებთ მოღალატე ხალხს ანუ ეკატერინე რომ ღალატობდა მეფეს კარგი იყო? ყველა მოღალატე ქალი უნდა ისჯებოდეს სამაგალითოდ თუმცა სიცოცხლის მოსპობა ადამიანის უფლებას სცდება. სიცოცხლეს ყველა იმსახურებს ცხოველის ჩატვლით!
ვასილი
15 ოქტომბერი 2019 13:27
მართალია ბავშვებს დედა არ უნდა მოუკლა იმ დიდ ტკივილთან ცხოვრებას რომ გიყვარს და ის კი ამ შენ სიყვარულს დასცინის მის მოკვლას ჯობს შენ მოკვდე თუ კი ვერ გაეყრები,მართალია იმ სხვას უფრო გზას უხსნი მაგრამ ბავშვები არინ დედის გარეშე ცოდო
ასეა
18 მარტი 2019 16:02
ნეტა ტყუილი იყოს, ძალიან მძიმეა. შვილებს დედას რატომ უკლავ, გამოსავალი -- უამრავია, ბოლო- ბოლო წადი სახლიდან შოორს.
მედეა
18 მარტი 2019 12:26
ამ უბედურს თავის თავი უფრო ყვარებია, ვიდრე ცოლ ვილი და ნათესავ მოყვრობა. როგორ შეიძლება ასეთი პატივმოყვარეობა,მარტო მაგის ცოლს კი არა ეკატერინე მეორეს ყავდა საყვარლები და იმპერატორს ღალატობდა. ზიზღის ღიესია ეგ კაცი და უფრო მეტი საზიზღარია ის მძღოლი, რომელმაც ი ჭ ო რ ა ვ ა, რა ვაჟკაცის საქმეა, ვის მანქანაში ჩაჯდება 3 შვილის დედა. მას არ ვამართლებ, მაგრამ მოკვდინების უფლება არავის აქვს ღმერთის გარდა.
...
18 მარტი 2019 04:34
შვილებისათვის დედა არ უნდა მოგეკლა.ყველაზე ცოდო შენი შვილებია.უნდა გაშორებოდი.
ანონიმი
28 სექტემბერი 2017 01:42
„სტილი დაცულია“ მაინც არ დაგეწერათ. რომელი უბრალო ადამიანი დაწერდა ასე გამართულად ტექსტს. კომენტარებს ხომ ვკითხულობ. ხოდა ათასში ერთი თუ გამოერევა, რომ სწორად წერდეს და წერტილ-მძიმესაც საჭირო ადგილას სვამდეს. მოკლედ, ეს პატიმრის კი არა, ჟურნალისტის შეთხზული და დაწერილია. (იმედი არ მაქვს, რომ გამომიქვეყნებთ, მაგრამ მაინც მოვსინჯე).
27 სექტემბერი 2017 14:30
სიცოცხლის წართმევას უფლება არავის აქვს.......
მადონა
27 სექტემბერი 2017 12:02
თავისი გართობა სხვადასხვა ქალებთან ღალატი არ იყო? რატომ ჯერ თვითონ არ მოიკლა თავი როცა ცოლს ღალატობდა? ღალატი ღალატია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ღალატობს ქალი თუ კაცი.
rusudani
27 სექტემბერი 2017 10:43
salian damimsima guneba..cremlit amevso tvalebi kitxvisas.magram ra gamovida bavshvebis datanjva,misi cxovrebis dangreva da sikvdili,amas jobda orive ragaxcnairad daesaja.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები