"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?"
26-09-2017
"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?"
როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 11 ნოემბერს საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ეს დღიური კი სიკვდილით დასჯის გაუქმებამდეა დაწერილი, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადმომცა წლების წინ: შეიძლება შენთვის საინტერესო აღმოჩნდესო. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი, გამეცნო თუ არა ეს ჩანაწერი მკითხველისთვის. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იქნებ ბევრი ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, დანაშაულისა და სასჯელის სიმძიმეზე...

დღიურის სტილი დაცულია:

"სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ "ენგურმშენზე" დავიწყე მუშაობა, მძღოლად. ცოლიც მალევე შევირთე - გალელი ქალი. ნათელა 8 მარტს იყო დაბადებული და ყოველი 8 მარტი ზეიმი გახლდათ ჩემთვის. "ქალთა დღეს" ჩემს საოცნებო ქალს ყველა სურვილს ვუსრულებდი, ვანებივრებდი. ყურადღება და სითბო არც ისე აკლდა. ნორმალურად ვცხოვრობდით. სამი შვილი
შეგვეძინა - ორი ბიჭი და ერთი გოგო. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, გვეჩხუბოს. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა ალბათ, მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცხოვრებ, მთავარია, როგორ იცხოვრებ... კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ჩემი ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვალ რომ გაცოცხლდეს, მაინც არ ვაპატიებ ღალატს. კაცებისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება. ჩემი პროფესიის წყალობით ბევრჯერ "შევხვედრივარ" ქალებს, მაგრამ ეს იყო "შეხვედრა-დაშორება". საყვარელი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ჩემი ცოლი იყო.

ნათელა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ყოველ დილით, ბავშვებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ერთხელაც, ნაცნობს მანქანით რაიონის ცენტრამდე გავყევი. გზაზე ჩემი მეუღლე და ბიძაშვილის გოგო შევნიშნე. ვიდრე რამეს ვიტყოდი, ნაცნობმა მძღოლმა მკითხა: ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არისო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - ეს ქალი ამა და ამ ბიჭის მანქანაში დავინახე, საყვარლები ყოფილანო. თავი საშინლად ვიგრძენი. სახლში ძლივს დავბრუნდი, ცოცხალ-მკვდარი.
ალბათ ღალატი ერთადერთი რამ არის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ აპატიებ. შურისძიების აუტანელი სურვილი გამიჩნდა. მეორე დღეს ნათელას ვუთხარი, გავისეირნოთ-მეთქი. ვიცოდი, ეს ჩვენი უკანასკნელი გასეირნება იქნებოდა. გზაზე რამდენჯერმე მკითხა: რა უცნაურად მიყურებ, რაღაც სხვანაირი ხარო. გზიდან გადავუხვიე და ზუსტად იმ ადგილას გავაჩერე მანქანა, სადაც ჩემი ნაცნობის თქით, ის სხვასთან ერთად დაინახა. შეშინებული მიყურებდა და ელოდა, რას ვკითხავდი.
შენ ხომ კარგად გახსოვს, აქ რაც მოხდა? სიმართლის ღირსი ვარ და ყველაფერი უნდა ამიხსნა-მეთქი, - მოვთხოვე. გაუკვირდა, თუ ეს ამბავი ადრეც იცოდი, მაშინ აქ რატომღა მომიყვანეო და ყველაფერი აღიარა. 2-3 დღე მივეცი მოსაფიქრებლად და ვუთხარი, რომ თავისი ნივთები აეღო და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო. დრო იმიტომ მივეცი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოეტანა განაჩენი. თუ გინდა, მომკალი, აქედან არსად წავალ, ბავშვებს ვერ მივატოვებო, - ასეთი იყო მისი პასუხი. ბევრი ვიფიქრე, რა ელოდათ ჩემს შვილებს, დედა თუ აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ შურისძიებისთვის სხვა გზა ვერ ვიპოვე.

ერთ დღეს ვთხოვე, ტყეში გამომყევი-მეთქი. უსიტყვოდ გამომყვა. თითქოს ბუნება მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც ჯიხვები, ისე ვიდექით ხრამის პირას. თვალებში შევხედე. უთქმელად მიხვდა, რომ ეს სიცოცხლის ბოლო წუთები იყო მისთვის. დღემდე თვალწინ მიდგას მისი მავედრებელი თვალები. იმ საღამოს მაინც სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა... ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: სიმართლე ხომ გითხარი, ბავშვებს ნუ დააობლებ, მაპატიე, მოსვენება არ მომცა იმ კაცმა და შევცდი, მაგრამ როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო და ოჯახის დანგრევის შიშით სიმართლე ვეღარ გითხარიო. ხალხის სასაცილო გამხადე და შეცდომისთვის პასუხი უნდა აგო. იმ კაცსაც, ვინც ოჯახი დამინგრია, არ ვაცოცხლებ-მეთქი, - დავიქადე. ორჯერ ვესროლე... (იხილეთ სრულად )

ნინო ჯავახიშვილი
beqa
17 ოქტომბერი 2019 02:22
ქალბატონო მედეა ყველა დაადანაშაულეტ იმ მოღალატე ქალბატონის გარდა. ადამიანის მოკვლა არასდროსაა გამოსავალი და თვითონაც ალბათ ცხოვრების ბოლოდე დაიტანჯებოდა მისი საქციელთ მაგრამ თქვენ რატო ამართლებთ მოღალატე ხალხს ანუ ეკატერინე რომ ღალატობდა მეფეს კარგი იყო? ყველა მოღალატე ქალი უნდა ისჯებოდეს სამაგალითოდ თუმცა სიცოცხლის მოსპობა ადამიანის უფლებას სცდება. სიცოცხლეს ყველა იმსახურებს ცხოველის ჩატვლით!
ვასილი
15 ოქტომბერი 2019 13:27
მართალია ბავშვებს დედა არ უნდა მოუკლა იმ დიდ ტკივილთან ცხოვრებას რომ გიყვარს და ის კი ამ შენ სიყვარულს დასცინის მის მოკვლას ჯობს შენ მოკვდე თუ კი ვერ გაეყრები,მართალია იმ სხვას უფრო გზას უხსნი მაგრამ ბავშვები არინ დედის გარეშე ცოდო
ასეა
18 მარტი 2019 16:02
ნეტა ტყუილი იყოს, ძალიან მძიმეა. შვილებს დედას რატომ უკლავ, გამოსავალი -- უამრავია, ბოლო- ბოლო წადი სახლიდან შოორს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?