ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

24 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ შალაურში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის დროს დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს " თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განუცხადა, ორ დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩუტარდა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, სამივე ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა ადგილზე ღია ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული, მათ შორის მუცლის ღრუში, გულმკერდის არესა და ბარძაყის მიდამოებში.