"მოკლული სანდროს ფოტოები რომ გამოფინა, აქვს ამის უფლება? დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები" - კვირის პალიტრა

"მოკლული სანდროს ფოტოები რომ გამოფინა, აქვს ამის უფლება? დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები"

რამდენიმე დღის წინ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა "ფეისბუკით" სანდრო გირგვლიანის ცხედრის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ გირგვლიანი სიკვდილის შემდეგ არის ნაწამები, რასაც მოწმობს დაზიანებები მის სხეულზე. ფოტოები ძალიან მძიმეა და მათი გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ.

"კვირის პალიტრამ" ჩაწერა ინტერვიუ სანდრო გირგვლიანის დეიდასთან, მაია ენუქიძესთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"რომ ამბობს, გარდაცვალების შემდეგ აქვს დაზიანებები მიყენებულიო, ვინ აწამა სანდრო ტყეში, მგლებმა თუ ტურებმა? ზაქარეიშვილი ახალაიას ადვოკატია და სხვას რას იტყვის? ეგ დეგრადირებული ტვინის პატრონია. მოკლული სანდროს ფოტოები რომ გამოფინა, აქვს ამის უფლება? მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები და იმ ჯარიმას, რაც იქნება, როგორმე გადავიხდი. სასწრაფოდ შეწყვიტოს სანდროს ფოტოების გამოფენა! რას ნიშნავს, მერე აწამეს! და ვინ აწამა -18 გრადუსში, პასუხი თუ აქვს? იმედი მაქვს, ამ ძალად ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი გასცემენ პასუხს. თავის დროზე რამდენი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა დაადგინა სიმართლე?! ალბათ, ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და როგორმე უნდა, დამნაშავე გაამართლოს. მოასვენოს გარდაცვლილთა სულები! აღარ ვნახო, კიდევ გამოფინოს ფოტოები, თორემ ვუჩივლებ!

...

ეს ფოტოები ექსპერტებმა კი არა, არაპროფესიონალებმაც რომ ნახონ, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კაცი ფანტაზიორობს. წელიწადში ერთხელ ამოიდგამს ხოლმე იმ გველის ენას და ახალაიებს და "ნაცხროვას" ამართლებს.

ეს ადამიანი ბევრს იღებს თავზე! იმედი ხომ არა აქვს, რომ ისევ "ნაციონალები" გაძვრებიან? რაც "ოცნებამ" ვერ მოახერხა, ამას ხალხი მოახერხებს და ქუჩაში გაუსწორდებიან ამ სატანებს!"

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

იხილეთ ასევე: სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...

ნანა ფიცხელაური