"მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", " არ დაგვინდობს"! - რას ჰყვებიან პოლიციელები, რომლებიც დეპუტატის ვაჟის BMW-ს მისდევდნენ?
"მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", " არ დაგვინდობს"! - რას ჰყვებიან პოლიციელები, რომლებიც დეპუტატის ვაჟის BMW-ს მისდევდნენ?
საზოგადოება, 2017 წლის 17 მაისს, გორთან ახლოს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ შეძრა. ავარიამ 21 წლის ახალგაზრდა, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია იმსხვერპლა.

ხახუბია პატრულის დევნის ოპერაციისას ჩქაროსნულ მაგისტრალზე მდგარ ტრაილერს დაეჯახა. ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიციამ ამ ტრაილერით გორის გვირაბის გამოსასვლელთან 21 წლის ახალგაზრდას გზა ჩაუკეტა და სწორედ პოლიციის მცდარი მოქმედების ბრალია ავარია. ასე ჩათვალა მთავარმა პროკურატურამაც, რომელმაც ორ პატრულ ინსპექტორს, ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს, ასევე მათ ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენა. ამჟამად ყოფილი პოლიციელები გირაოს საფუძველზე
არიან გათავისუფლებული და საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ელოდებიან.


"კვირის პალიტრამ" მოიპოვა 17 მაისის ავარიის საქმეში არსებული მასალები, მათ შორის პოლიციელების ჩვენებები, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

საქმის მასალების მიხედვით, ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პირველად დაახლოებით დილის 03:00 საათზე ჩნდება.

პატრულ-ინსპექტორ გ. ჟ.-ის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
"საჭესთან მე ვიჯექი. გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გაჩერებული ვიყავით, როდესაც უკანა ხედვის სარკეში დავინახე, მეორე სწრაფ ზოლში დიდი სიჩქარით მომავალი შავი ჯიპი, რომლის მოდელი თავიდან ვერ გავარჩიე. როდესაც მოგვიახლოვდა, ჩემი ვარაუდით დაახლოებით 100 მეტრში, ის გადმოვიდა
სავალი გზის მეორე სწრაფი ზოლიდან და სვლა ჩვენი მანქანის მიმართულებით დაიწყო. ამ დროს ხმამაღლა დავიყვირე: რას აკეთებს, მე მგონი, გვეჯახება-მეთქი და ინსტინქტურად მთელი ტანით მეწყვილისკენ გადავიწიე. როცა სარკეში ჩავიხედე, დავინახე, რომ შავი ჯიპი წამებში მოუახლოვდა ჩვენი მანქანის უკანა მხარეს, მძღოლმა საჭე აიღო და რამდენიმე სანტიმეტრით სწრაფად ჩაგვიარა. ამავე დროს მან გაბმულად დაასიგნალა".

პირველივე საპატრულო ეკიპაჟის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ისინი ერთადერთი იყვნენ, რომლებმაც ბექა ხახუბიას მანქანა გაჩერებული ნახეს.


გ. ჟ.-ის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი ჯიპი. მეწყვილემაც მითხრა,"გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს, დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა. ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა".

იხილეთ სტატია გაზეთ „კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ნასვამ შვილს სასიკვდილოდ, აბა, რომელი ოჯახი გაუშვებს?!" - პარლამენტარის ვაჟი საპატრულო პოლიციის დევნისას დაიღუპა?!

თორნიკე კოშკაძე
shalva
05 ოქტომბერი 2017 21:41
ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო,შეიძლებოდა სხვა უფრო დიდი უბედურების მომსწრე გავხდებოდით,ხომ შეიძლებოდა სხვა მანქანას ან სამარშრუტოს დაჟახებოდა და რამდენიმე ოჟახი გაეუბედურებინა?
ვიღაცა
05 ოქტომბერი 2017 10:00
სანამ ეს დევნა დაიწყებოდა,რამდენიმე საათით ადრე,ამ ბიჭს შელაპარაკება მოუხდა პოლიციასთან.დააკავეს პოლიციის წინაარმდეგობისათვის.მერე მილიონერმა მამიკომ შეაწრიალა ვეყანა.როგორ გაუბედეს ჩემს შვილს დაჭერაო.გამოუშვეს და პოლიციაზე გაბრაზებულმა ეს გააკეთა.გაამრტყუნეთ ეხლა პატრული.
ლიკა
03 ოქტომბერი 2017 11:18
რატომ მისდევდნენ,რატომ? დევნა შეიძლება? სულელი გარბის,შენ რომ მისდევ ხომ უარესს შვება...აუფ,როგორ გაბედა და პატრულს არ დაემორჩილა.ამისთვის კანონი არსებობს და არა ძაღლი და კატასავით გაკიდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა