"გარდაცვლილს 9 ტყვია აქვს მოხვედრილი" - გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილს 9 ტყვია აქვს მოხვედრილი" - გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც მეზობლები აცხადებენ, მკვლელობა სავარაუდოდ, წინასწარ განზრახვით განხორციელდა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

"9 ტყვია აქვს მოხვედრილი. ადრე სამეზობლოში ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც აკრძალული ჰქონდა ამ ბიჭს აქ ცხოვრება. ეს ბიჭი იყო ძალიან კარგად აღზრდილი, არავის არაფერს უშავებდა", - განაცხადა მეზობელმა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ თოფიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

"ინტერპრესნიუსი"