დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდა
დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდა
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

როგორც ირკვევა, სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ.  "ინტერპრესნიუსისთვის"ცნობილი გახდა, რომ 4 ადამიანი ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორს გია გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში წაეყვანათ, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები.

ამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
დღის კითხვადი სტატიები