გორში ავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

გორში ავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა

14 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორი-შინდისის მონაკვეთზე, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი 3 წლის ბავშვი.

სხვა მგზავრებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე

"ინტერპრესნიუსი".