ბრალდებული: "გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა..."
ბრალდებული: "გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა..."
კაცს დიდძალი ქონება, 100 მილიონზე მეტი აქვს, ოფშორებშიც გაიჭრა, ეს ყველაფერი ჩემი და სხვა პარტნიორების გადაგდების ხარჯზე მოახერხა... მან ჩემი შვილიც მოკლა და გაწირა - უსახსროდ დაგვტოვა. ეს ადამიანი თუ არ შეაჩერეს, არ გამოვრიცხავ, საკუთარ კომპანიაში ცეცხლიც გააჩინოს და მე დამაბრალოს, ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დამწამოს

"მილიონერმა კაცმა ისეთი სულელური ჩვენება დაწერა, მთელი პოლიციის სამმართველო ხარხარებდა"


12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი­ აიყვანეს. მათი ინფორმაციით,
ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფ­ი­ლი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობ­ილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებ­ლ­ებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ. პოლიციის
ცნობით, თავდასხმა გორგოშაძის საცხოვრებელ კორპუსში უნდა მომხდარიყო, სადაც დამნაშავეებმა რამდენიმე კვირით ადრე ბინა იქირავეს და ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ. შსს-მ გაავრცელა ფარული ვიდეომასალა,­ რომელშიც დაკავებულები ბიზნესმენის გატაცების დეტალებს ათანხმებენ - ბიზნესმენი ელექტროშოკით უნდა გაეთიშათ, თანხის გამოძალვას­ კი ასე გეგმავდნენ: გორგოშაძეს გატაცების შემდეგ მიუთითებდნენ ანგარიშის ნომერს, რომელზეც მას 5 მილიონი დოლარი უნდა გადაერიცხა. კრიმინალურმა პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ცეცხლსასროლი იარაღები, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები და ელექტროშოკი ამოიღო. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე დაკავებულებიდან ორს იცნობდა. დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი­ აქვს - 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს­. დარსალია ამტკიცებდა, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი წილი არ მისცა.

დგებუაძისა და ვასილიადის ადვოკატის, ზურაბ მამულაშვილის თქმით: "პროკურატურა ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრალდებულები ბიზნესმენის მძევლად აყვანის მომენტში პოლიციელებისთვის სროლას აპირებდნენ. თუმცა, როცა სპეცრაზმი მივიდა, მათ არაფერი უღონიათ. სადავოა, რამდენად ავთენტურია ვიდეომასალა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა, მასზე ჩვენ ვერც ერთი ბრალდებული ვერ ამოვიცანით".

დავით ნატრიაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი:
"საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები პირადად არ იცნობდნენ დაზარალებულს. რაც შეეხება დანაშაულის სისრულეში მოყვანას, ბრალდებულები ამას გეგმავდნენ სწორედ იმ დღეს, როდესაც დავაკავეთ. მოქმედებდნენ კონსპირაციულად და რამდენიმე თვის განმავლობაში ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ. დაკავებამდე ერთი თვით ადრე იქირავეს ბინა, რომელიც კვალის არევის მიზნით გააფორმეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და სწავლობდნენ ბიზნესმენის გადაადგილების­ მარშრუტს. გამოძიების ინტერესებიდან გამო­მდინარე, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავს შევიკავებ".

ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულები გატაცების გეგმას ამუშავებენ, ახსენებენ სახელებს: ნინო და ლალი... ისიც შევიტყვეთ, რომ გამოძიება მუშაობდა ანგარი­შსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე.

ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე პოლიციას ჩვენება მისცა და უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატი დაენიშნა, გამოიყენა დუმილის უფლება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს. მისი ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ ოთხეული შემკვეთის გადაგდ­ებას - მხოლოდ­ 500 000-ის მიცემას და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. "გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო" - ირკვევა ჩვენებიდან.

როგორც ამბობენ, გამოძიებამ დარსალიას მეგობარი ქალბატონიც დაჰკითხა. მან დაადასტურა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს იცნობდა და ფული ასესხა ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. ბრალდებულის ინფორმაციით კი ნასესხები 3 ათასი დოლარით წყნეთის გზატკეცილზე სახლი იქირავეს. "ჩვენ დარსალიას არ ვიცნობთ, ფული არ გვქონდა და მისმა მეგობარმა მოგვცა. მაგრამ ვიცით, რომ ეს დარსალიას ფული იყო. დავგეგმეთ გატაცება, 12 ოქტომბერს უნდა მოგვეყვანა სისრულეში".

არჩილ ჩუბინიძე, ნინო დარსალიას­ ადვოკატი: -
გორგოშაძის მიერ ნინოზე­ მიცემული ინფორმაციის გარდა,­ არანაირი­ მტკიცებულება გამოძიებას არა აქვს. მან მიუთითა სამართალდამცველებს­ დარსალ­ი­აზე. დაკავებულებსა და დარსალიას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, არც ჩხრეკის დროს აღმოჩენილა ამის მამხი­ლებელი რაიმე დოკუმენტი. ეს რომ დადასტურებ­ულიყო, როგორ ფიქრობთ, დარსალიას პოლიციის შენობიდან გამოუშვებდნენ და არ დააკავებდნენ? გამომძიებლებს გაუკვირდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს ფინანსური დავა, რომელიც დღემდე­ დაუსრულებელია.

ნინო კატეგორიულად ითხოვს მის წინააღმდეგ ჩადენილი თაღლით­ობის საქ­მის დასრულებას და გორგოშაძისა და ყოფილი­ დეპუტატის - ნანა ყეინიშვილის დაკავებას, რომელიც იმხანად­ "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელი იყო. გორგოშაძემ მას ნინოს ფული, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი­ მისცა აფრიკაში ოქროს ბიზნესში ჩასადებად. როცა ნინომ ამ ბიზნესის შესახებ მოიკითხა­ და შემდეგ თანხა უკან მოითხოვა, ყეინიშვილმა საერთოდ უარყო ფულის აღების ფაქტი, ხოლო როცა დეპუტატი გახდა, მუქარების შემოთვლა დაიწყო. როგორც ჩანს, გორგოშაძე სამართლებრივად ვერ აგვარებს პრობლემას და არ არის გამორიცხული,­ სპექტაკლი დადგა - ნინოზე მიუთითა, რათა ყოფილი ცოლი მოიშოროს.

იმ ბინაში დამონტაჟებულია კამერა და ოთხეული­დან ან ყველა აგენტი იყო, ან რომელიმე მათგანი. პოლიცია ინფორმირებული იყო და რატომ პირდაპირ იმ ბინას არ მიადგნენ და რატომ გატეხეს სადარბაზოს ნახევარი ბინები? თუკი პოლიცია ფარულ საგამოძიებო­ მოქმედებას ატარებდა - კამერა დაამონტაჟა სახლში, ან თუნდაც აგენტი ჰყავდათ შეგზავნილი, არ იცოდნენ, რომელი კარი უნდა გაეტეხათ? ქალბატონი ნინო ლეგიტიმური საჩივრით მიმართავდა პროკურატურას და გორგოშაძისგან დასაბუთებულად ითხოვდა 10 მილიონ დოლარს და ადამიანებს, რომლებიც თითქოს დარსალიამ დაიქირავა, რატომ უნდა გამოეძალათ 5 მილიონი და არა 10 მილიონი?

გორგოშაძეს ბათუმში მცირე ბიზნესი ჰქონდა და 2003 წელს ნინო მენეჯმენტის სპეციალისტად მიიწვია. დარსალიამ კონტა­ქტებისა და საკუთარი ქონებრივი შენატანების საშუალებით (გაყიდა სახლი, ოქროული...) ბიზნესის სოლიდურად გაზრდა შეძლო. ამის შემდეგ მათ ჯვარი დაიწერეს და თბილისში გადმოვიდნენ. ნინოს თანხებითა და ჩართულობით გაიზარდა "გორგიას" წლიური ბალანსი, ბრუნვა და შემოსავალი. ასე რომ, ამ ბიზნესში ნინოს საკუთარი წილი ჰქონდა. თუმცა, იმხანად გორგოშაძეს გამოძიებისთვის ჩვენება აქვს მიცემული, სადაც ამბობს, დარსალიას არანაირი წილი არ ეკუთვნის, მან მე გამიტაცა­, ჯადო გამიკეთაო. მერე ბოდბეში წავედი, წყალში ჩავყვინთე და რომ ამოვყვინთე, ჯადო ამეხსნა და გონება გამინათდა - ამის მერე ბებერ ცოლს (44 წლისას) გავშორდი და 10 დღეში 20 წლის გოგო, თანამშრომელი მოვიყვანეო. მილიონერმა კაცმა ისეთი სულელური ჩვენება დაწერა, მთელი პოლიციის სამმართველო ხარხარებდა.
ნინო დარსალია, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე: - ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა, ჩემკენ­ გამოიშვირა ხელი და საოც­არი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება.

წარმოიდგინეთ, ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა­ და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი­ ვარ) და პატარა "ანგელოზი", 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძ­იებელმა მითხრა, ჯადოქრობ­აში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ.­ მან მე არაერთხელ მომკლა... გაცილების შემდეგ, ღამის საათებში იწყებოდა ჩემს ტელეფონზე რეკვა (გიას რომელიღაც სპეციალურ საიტზე დაედო ჩემი ნომერი), ნინათი მომმართავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალი გამოძახებით ხართო?... ამ ადამიანმა მორალურადაც გამანადგურა. 12 ოქტომბრის ღამეს მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. იცით, რა დამრჩენია? ყველაფერი თუ ისე არ წავა, როგორც ნორმა­ლურ სახელმწიფოს შეჰფერის, რადიკალურ ზომებს მივმართავ და თვითონ გამოვუტან თავს სასიკვდილო განაჩენს. კაცს დიდძალი ქონება, 100 მილიონზე მეტი აქვს, ოფშორებშიც გაიჭრა და ეს ჩემი და სხვა პარტნიორების გადაგდების ხარჯზე მოახერხა. ყველას საჩივარი აქვს შეტანილი, არიან მოწმეებიც, რომლებიც მის ფინანსურ მაქინაციებს ადასტურებენ. საიდან უნდა მცოდნოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? გამოძიებას ამის ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონ­ოდა, დღეს დაკავებული ვიქნებოდი. დაიჭირონ ეს თაღლითი. მან ჩემი შვილიც მოკლა­ და გაწირა - უსახსროდ დაგვტოვა. თუ არ შეაჩერეს, არ გამოვრიცხავ, საკუთარ კომპანიაში ცეცხლიც გააჩინოს და მე დამაბრალოს, ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დამწამოს.

P.S. ჩვენ შევეცადეთ გია გორგოშაძესაც დავკავშირებოდით და მისი აზრიც მოგვესმინა, თუმცა ქვეყნის ყველაზე მსხვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელმა ჩვენთან შეხვედრასა და სკანდალური კრიმინალური ისტორიის დეტალებზე საუბარს თავი აარიდა.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხვანჭკარა
750 მლ
წითელი ნახევრად ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია /
2014 წ
41.95
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები