თავდასხმა ბიზნესმენზე - ლევან ქუჩულორიას საკუთარ ეზოში ესროლეს - კვირის პალიტრა

თავდასხმა ბიზნესმენზე - ლევან ქუჩულორიას საკუთარ ეზოში ესროლეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი სახლის ეზოში ესროლეს და მუცელში დაჭრეს. 43 წლის ბიზნესმენს, რომელიც თხილის ბიზნესითაა დაკავებული, 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ქუჩულორიას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.