ვინ არის "კანონიერი ქურდი" "ლავას ოღლი", რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან წავიდა?
ვინ არის "კანონიერი ქურდი" "ლავას ოღლი",  რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან წავიდა?
არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად "ლავას ოღლიმ" საქართველოს საზღვარი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში გადაკვეთა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მან სასჯელი მოიხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს დააკავეს. საქმეზე გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე "კანონიერ ქურდად" 2013 წელს "აკურთხეს". "ლავას ოღლისა" და
სამართალდამცავების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის 2006 წელს ბანდიტიზმის მუხლით გასამართლდა. საუბრობდნენ მის გავლენებზე უკრაინასა და საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმში.

გორაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა, როგორც ცნობილია, ბათუმელი "ქურდი" ოდესაში ბინის ქურდებს აკონტროლებდა. მის მიერ კონტროლირებადი ქურდების ძარცვის მეთოდი კი საკმაოდ დახვეწილი იყო, - ისინი სახლებში შეღწევას ალპინისტების მოწყობილებებით ახერხებდნენ. ის უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველად 2013-ში, მეორედ კი 2014 წელს დააკავეს. დაკავებისას "ლავას ოღლიმ" სამართალდამცავებთან ღიად განაცხადა, რომ ის "კანონიერი ქურდი" იყო.

იხილეთ ასევე: უკრაინაში - "კანონიერი ქურდი", საქართველოში - მხატვარ-პეიზაჟისტი - რა შეცვალეს
ქურდულ "კარაბ­ადინში"?!
ssd ფირანი კობიაშვილი-s
18 ოქტომბერი 2017 16:10
აბა რაა კონსტიტუციას როგორ უნდათ ისე ცვლიან და ბარემ იქაც შეიტანონ ცვლილება რომ "დუელში" გამოძახება და იქ მისი მოკვლა ან დასჯა კანონიერი იქნება და ეგაა რა , მაგრამ არ იზავენ მაგ ამბავს პირველ რიგში ხო გაქსუებულებს დაერხავთ :-))
ლეო
17 ოქტომბერი 2017 20:22
არ მესმის 1 წელიწადში რატომ უნდა გაანთავისუფლო 6 წლიანი პატიმრობიდან და გაუშვა ქვეყნიდან, მაშინ ყველა გამოუშვან, სხვამ რა დააშავა ისინიც კანონიერი ქურდები არიან და გაანთავისუფლონ, რომ გაამწარონ კანონმორჩილი ადამიანები, ესე ქვეყანას ვერ აბაშენებთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის განურჩევლად
.
17 ოქტომბერი 2017 19:36
აბა ოცნება ქურდებს და კრიმინალებს აბრუნებსო?? ეს სად გაიქცა???
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?