ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულს 12-წლიანი პატიმრობა 3 წლამდე შეუმცირდა - კვირის პალიტრა

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულს 12-წლიანი პატიმრობა 3 წლამდე შეუმცირდა

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მექვაბიშვილის ინტერესების დამცველმა მარინა ფილაურმა განუცხადა, საპროცესო შეთანხმება თავად დაზარალებულთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

ალექსი პეტრიაშვილს თავს 2016 წლის თებერვალში დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.