შსს-ს თანამშრომელი ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა გორში? - კვირის პალიტრა

შსს-ს თანამშრომელი ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა გორში?

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე საკუთარ ავტომანქანასთან, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს გულ-მკერდის არეში ჭრილობა აღენიშნება. სავარაუდოდ, დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული.

"ინტერპრენისუსის" ინფორმაციით, გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი რევაზ ოქროპირიძეა.

მომხდარის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გარდაცვლილის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვერ ასახელებენ მიზეზს, რატომ შეიძლებოდა გარდაცვლილს თავი მოეკლა, თუმცა ამ დროისთვის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სწორედ თვითმკვლელობა განიხილება.

შსს-ს დეპარტამენტს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.