სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმისას "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს - კვირის პალიტრა

სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმისას "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, მათ შორისაა “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ისინი მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც “ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სიტუაციას ეცნობა შს მინისტრი, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მინისტრი საგამოძიებო მოქმედებებს თავად დააკვირდება. დამატებით დეტალებზე შს სამინისტროში არ საუბრობენ. დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"