"ქართული ოცნების" შტაბს, სავარაუდოდ", ორი "კალაშნიკოვით" შეიარაღებული ადამიანი დაესხა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" შტაბს, სავარაუდოდ", ორი "კალაშნიკოვით" შეიარაღებული ადამიანი დაესხა

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 19 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" შტაბის წევრებს დაესხნენ  თავს, დაიჭრა 4 ადამიანი. სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შტაბს "კალაშნიკოვით", სავარაუდოდ",  ორი შეიარაღებული ადამიანი დაესხა.

რაც შეეხება ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია.

ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა ნატყვიარი.

თავის მხრივ, მარნეულში, საავადმყოფოში რჩებიან წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ასევე: "შეიძლება ამ კონკრეტული თავდასხმის უკან არ დგას რომელიმე უცხო ქვეყანა, მაგრამ ამის სათავისოდ გამოყენებას აუცილებალდ ეცდებიან"