სისხლის სამართლის 9 უმძიმესი საქმე - რამდენ დანაშაულში მონაწილეობა დაუმტკიცა მეგის ქარდავას სასამართლომ? - კვირის პალიტრა

სისხლის სამართლის 9 უმძიმესი საქმე - რამდენ დანაშაულში მონაწილეობა დაუმტკიცა მეგის ქარდავას სასამართლომ?

1 ნოემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფი, მეგის ქარდავა დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

ის მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ქარდავა მსჯავრდებულია ე.წ "კასრების" საქმეზეც და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზედა  მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მეგის ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.