"13 წლის მოზარდმა ყველაფერი დედას უამბო" - არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის 8-წლიანი პატიმრობა
"13 წლის მოზარდმა ყველაფერი დედას უამბო" - არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის 8-წლიანი პატიმრობა
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სრულწლოვან ბრალდებულ ზვიად მ.-ს, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისა და გაუკუღმართებული ფორმით, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისათვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი.

დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი
ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.

დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 14 წელს მიუღწეველი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

"ინტერპრესნიუსი"
rv
11 ნოემბერი 2017 08:59
ამ ცხოველის საქციელს გამართლება არააქ მარა ამ დონემდე რომ მიდის ბავშვი. ამდენიხანი რომ ურთიერთობს და რამოდენიმეჯერ რომ ახერხებს შეხვედრას მშობლებს სძინავთ?! რატო არაქცევენ სათანადო ყურადღებას?! უფრო ყურადღებიანები და ცოტა მკაცრები რომ ყოფილიყვნენ ასეთი საშინელება ალბათ არმოხდებოდა
ლალუკა
11 ნოემბერი 2017 08:53
13 წლის გოგო უკვე დაქალებულია ფიზიკურად რომ შეხედავ, დედებო უფრო მეტად მიაქციეთ შვილებს ყურადღება.
ზუ
11 ნოემბერი 2017 05:54
ამპუტაციას ციხე სჯობია. იქ უფრო მწარედ დასჯიან მისი საკუთარი მეთოდის გამოყენებით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?