როგორ აცმევდნენ მესაზღვრის ფორმას საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლის მიზნით?
როგორ აცმევდნენ მესაზღვრის ფორმას საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლის მიზნით?
ისრაელის ტელეკომპანის "მე-9 არხის" ეთერში გავიდა რეპორტაჟი თელ-ავივის ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილი დანაშაულის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანას ეხება.

გთავაზობთ მასალის მოკლე შინაარსს:
ისრაელის პოლიციამ ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და თელ-ავივის ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ ქრთამის სანაცვლოდ ქართველ შრომით მიგრანტებს ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევაში ეხმარებოდნენ. სავარაუდოდ, მათ "თავიანთი კლიენტები" სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით გაჰყავდათ და თან ინსტრუქტაჟსაც უტარებდნენ, თუ როგორი პასუხები უნდა გაეცათ,
გამონაკლის შემთხვევებში, მესაზღვრეების მიერ დასმულ კითხვებზე დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად.


გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმზრახველები საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ფორმას აცმევდნენ, რათა ზედმეტი კითხვების გარეშე გაეყვანათ აეროპორტის ტერმინალის გარეთ, სასამსახურო გასასვლელის მეშვეობით. მაქინაციები მაშინ გამომჟღავნდა, როცა პოლიციამ შემთხვევით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებსაც პასპორტში შტამპი არ
ჰქონდათ ჩარტყმული ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად, რომელსაც ჩვეულებრივ აეროპორტში კონტროლის გავლის დროს აკეთებენ ხოლმე.


გამოძიების შედეგად დაკავებულია ისრაელის ერთ-ერთი სამინისტროს 45 წლის თანამშრომელი და თელ-ავივის აეროპორტის 26 წლის მოსამსახურე. ამჟამად ორივე ეჭვმიტანილია როგორც ქრთამის აღებასა და თაღლითობაში, ასევე საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევაში. ჩინოვნიკს დამატებით წაყენებული აქვს ბრალდება საზოგადოების მოტყუებასა და ნდობის გაცრუებაში. ამასთან, ორივემ გამოძიებასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივნისის თვიდან მოყოლებული, ისრაელში არალეგალურად იმყოფება საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების 79 ათასი მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში ტურისტების სახით შეაღწიეს, ისარგებლეს უვიზო რეჟიმით და დარჩნენ. როგორც მინისტრმა არიე დერიმ განაცხადა, ქნესეთის კომისიის სხდომაზე, არალეგალური მიგრაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ისრაელისთვის უკვე პრობლემად იქცა. მისი თქმით, ადგილობრივი შუამავლები, გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე, ქართველ და უკრაინელ ტურისტებს თავშესაფრის მიღებაში ეხმარებიან. შესაბამისად, კანონის მიხედვით, სანამ მათ მიმართვაზე პასუხი არ იქნება მიღებული, დეპორტაცია შეუძლებელია.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს პრობლემა გააცნობიერეს: 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვით, მსგავსი მიმართვები თავშესაფრის მიღებაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ისინი, რომელთაც უარს ეტყვიან ისრაელში დარჩენაზე, დაუყოვნებლივ იქნებიან დეპორტირებულნი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ
gio
28 ნოემბერი 2017 02:30
განსხვავება იმაშია თუ მანდ ერთი ოროლას შეყავს იციან რო მაქსიმუმ 1 ან 2 წელიწადში წავლენ თავისით ან დაადეპორტებენ. რაც შეეხება ჩვენტან რო ჩამოყავთ რია რია არაბები ინდოელები და ათასი რჯულის ხალხი მაგატ არავინ გაყრის და თითონაც არსად აპირებენ წასვლას. რაც შეეხება მოქალაქეობას უკვე ყველასათვის ცნობილია რომ 35 000 დოლარი ჯდება საქართველოს მოქალაქეობა
ალექს
12 ნოემბერი 2017 10:25
ვაა, ბრალდება წაუყენებიათ საზოგადოების მოტყუებასა და ნდობის გაცრუებაში ,ესე იგი ისჯება ეს კანონით იქა ?
ვაა,მთელი ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ბრალდებული იქნებოდა ,ჩვენთან რომ ეგეთივე კანონი მოქმედებდეს,მაგრამ ,რად გინდა,ვინ მიიღებს ეგეთ კანონს ?!
giorgi
11 ნოემბერი 2017 21:45
ბებერი ქარს უშვებდა, თვითონვე წყრებოდაო.. დალოცვილებო, მაშინ ჯერ თქვენი ებრაული უწყებები გაწმინდეთ და მერე გაისტუმრეთ აეროპორტიდან ქართველები... ყველას ერთი არშინით ზომავთ, სამგზის საბრალოებო? ტურისტმა რა დააშავა, შანსი რომ მიეცა, ფული დააგროვა და სიწმინდეები სურს მოინახულოს???

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?