"ჩვენ არავინ გვიწამებია"
"ჩვენ არავინ გვიწამებია"
"იყო შემთხვევები, როცა ქალები ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცებს გაუსწორდნენ. თუმცა მახსოვს ისეთი შემთხვევაც, როცა გაქურდეს სახლი და გამოაცხადეს, ქართველებმა ჩაიდინესო, მერე კი გაირკვა, რომ საქართველოში დაბადებული ბერძნები იყვნენ, მაგრამ ეს არავის გამოუცხადებია"

რამდენიმე დღის წინ ბერძნული მედია იუწყებოდა, რომ ქართველებს 85 წლის ბერძენი ქალის წამებაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ათენის გარეუბანში მოხდა, ყაჩაღებმა მარტოხელა მოხუცი საწოლზე დააბეს და ცხელი უთოთი აწამეს. მედიამ რვა პირის ფოტო გამოაქვეყნა. მათი ცნობით, დაკავებულები სასჯელს ანალოგიური დანაშაულისთვის ადრეც იხდიდნენ.

ინფორმაცია და ფოტოები ქართულ მედიაშიც გავრცელდა და ზოგიერთმა
ახლობლები ამოიცნო. ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფში შვიდი ქართველია, ერთი კი ყაზახეთის მოქალაქე. გავრცელებულ ფოტოებში სამი ქალია: სოფიო საკანდელიძე, სოფიო ფხაკაძე და მისი 19 წლის გოგონა ანანო ხერხაძე. ირკვევა, რომ ისინი დაპატიმრებული არ არიან, მაგრამ დაკავებული არიან საკანდელიძისა და ფხაკაძის მეუღლეები. ქალები დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. მაშინ როგორ აღმოჩნდა მათი ფოტოები პრესაში და რატომ დააკავშირეს ისინი ადამიანის წამებასთან?!
როგორც ამბობენ, ყაჩაღობის დროს ისინი ბერძენ სამართალდამცველებს სულ სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, თუმცა პოლიციამ მტკიცებულებები იმ საქმეზე ვერ წარადგინა. ქალები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და ბერძნული მედიისგან საჯაროდ ბოდიშის
მოხდას ითხოვენ. ამბობენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ მათ ქუჩაში ცნობენ და შეურაცხყოფენ. სოფიო საკანდელიძეს ოჯახის დიასახლისმა ნაქირავები ბინის დაცლა მოსთხოვა, ხოლო სოფიო ფხაკაძე 4 წლის შვილთან ერთად მაღაზიაში რომ შენიშნეს, ხალხმა პოლიცია გამოიძახა.

"არც ერთ ჩვენგანს შეხება არა გვაქვს მოხუცის წამებასთან, ყაჩაღობასთან. ვფიქრობ, ადგილობრივმა მედიამ მიზანმიმართულად იცრუა ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. მოვითხოვთ, მედიამ გამოაქვეყნოს, რომ უდანაშაულოები ვართ. ითქვა, თითქოს ქალები დავდიოდით, როგორც საგადასახადოს თანამშრომლები და თუ მოხუცებს ვნახავდით, ბიჭებს ვეუბნებოდით. ესეც სიცრუეა, ჩვენ 18 ოქტომბერს დაგვაკავეს და 27 ოქტომბერს აწამეს ის მოხუცი, ჩვენ რა შუაში ვართ?! არც იმ საქმეში აქვს პოლიციას სამხილი, რასაც გვედავება. მითხრეს, ხომ იცი, რომ შენი ქმარი კარგი ადამიანი არ არის, აქ ქურდობსო, მაგრამ არანაირი სამხილი არა აქვთ", - ამბობს სოფიო საკანდელიძე.

თინათინ ხერხაძე, ანანო ხერხაძის მამიდა: - ყოველდღე ვესაუბრები ჩემს რძალს, მისგან გავიგე, რომ ჩემი ძმისშვილი ანანო დააკავეს, რადგან არალეგალია, სრულწლოვანი ახლახან გახდა და საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. წარმოიდგინეთ, 19 წლისაა, ახლა იწყებს ცხოვრებას და ასეთი სიცრუე ვრცელდება. დეპრესიაშია და რცხვენია საზოგადოებაში გასვლის. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ხალხის ყურამდე სიმართლე მივა, ის უდანაშაულოა.

(ფოტოზე: დედა-შვილი - სოფიო ფხაკაძე და ანანო ხერხაძე)

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად


თეა ხურცილავა
14 ნოემბერი 2017 17:42
7ცელია ერტი სამსახური მაკვს არავის არ დაუჯერივარ და არც რამე დაუბრალებიატ ტავის და ერის მომჯრელნი ვარტ ფულის გულისტვის ბჯველაფერს კადრულობენ მრცხვენია ასეტი კარტველების
marina
14 ნოემბერი 2017 06:26
აბა ნაქურდალი სად მიჰქონდათ?ოჯაის წევრებმა იცოდნენ რა საქმესაც ეწეოდნენ,კაცები და შესაბამისად თანამზრახველებად ითვლებიან.25 წელია აქეთ ვარ და კარგად ვიცი ისე არავის იჭერენ,აქ კანონი იცავს ყველას უფლებებს.უმეტესობა ჩემსავით დღე და ღამე მუშაობს,ზოგმა კი იოლი ცხოვრება არჩია და მრუდე გზის დასარული კი ისაა,რაც ეკრანზე ვნახეთ.უფალმა მისცეს ყველას სწორი გზით სიარული.ერთი კია ძალიან გავიტეხეთ სახელი,ადრე ქართველებს აძლევდნენ უპირატესობას და ახლა ყველას ეჭვით გვიყურებენ,ამის მიზეზი კი არსებობს.
ное
13 ნოემბერი 2017 20:23
უნდა ვთქვა... 90% ქუთაისელები არიან, რასაც ქართველები იქ აკეთებენ და რასაც ბერძნები მაგათ პატიობენ, ჯობია გაჩუმდეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქროს ფასია
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?