თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ - კვირის პალიტრა

თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაცით, თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ. "რუსთავი 2"-ის ცნობით, ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. მათივე ინფორმაცით, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსის" ჯგუფი აეროპორტში უკვე მიდის და შეეცდება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმებას, მანამდე კი ჩვენ დავუკავშირდით თბილისის აეროპორტის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ არ აქვთ უფლება დაადასტურონ ან უარყონ აეროპორტის ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს. "112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.