ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 33 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება ბრალად - კვირის პალიტრა

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 33 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება ბრალად

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც მადრიდში და ვალენსიაში 33 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება ბრალად. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული დაკავებულმა ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა. ის ძირითადად ვალენსიაში მოქმედებდა.

პოლიციის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლების კარებს სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აღებდა.

პოლიცია გამოძიებას შესაძლო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით აგრძელებს.