"თუ დამნაშავეა, მამაჩემიც უნდა დაისაჯოს! ამის ჩამდენი კაცი გარეთ არ უნდა იყოს..."
"თუ დამნაშავეა, მამაჩემიც უნდა დაისაჯოს! ამის ჩამდენი კაცი გარეთ არ უნდა იყოს..."
2016 წლის აგვისტოში საზოგადოება შეძრა გონიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ - წვრთნის დროს ორი სამხედრო პირი - კაპრალი იაგო შარაძე და რიგითი გიორგი ნანეტაშვილი - ზღვაში გაუჩინარდა. მათი ცხედრები დღესაც არ უპოვიათ.

შემზარავია დანაშაული, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვეში გახსნეს - თაღლითები გიორგი ნანეტაშვილის სახელით დაკარგულის ახლობლებს წერილებს სწერდნენ, თითქოს გიორგი ცოცხალი იყო, თურქეთში ფინანსური პრობლემების გამო გაიპარა, დახმარება ესაჭიროებოდა და ოჯახისგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

დაკავებულებს - ვახტანგ ბოლქვაძეს, გია ხიდურელსა და ჯამბულ შეყილაძეს ბრალი თაღლითობის მცდელობისთვის წაუყენეს.

საქმის მასალების თანახმად, გიორგი ნანეტაშვილის
სახელით წერილები თბილისში, თემქაზე იგზავნებოდა. ნანეტაშვილების ნათესავმა სულ 4 წერილი მიიღო. "კვირის პალიტრამ" ოთხივე წერილი მოიპოვა. (იხილეთ წერილები)

სასამართლო განხილვებს ესწრებიან დაკავებული შეყილაძის ოჯახის წევრები. "კვირის პალიტრასთან" ჯამბულ შეყილაძის შვილი, პაატა შეყილაძე ამბობს, რომ მძიმე ემოციური ფონის გამო, დედა არ მოჰყავს სასამართლოში:
- იქ ისეთი ემოციური ფონია, თავს ვერ გააკონტროლებ... რომ გავიგეთ, რას ედავებოდნენ მამას, მას შემდეგ შოკში ვართ. ყველა პროცესზე სიმწრით ტუჩებს იჭამს კაცი. გაგიჟებულია ამხელა ჩირქის მოცხებით. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში თავი ვერ გააკონტროლოს... მამა თავისი სიალალის გამო მოხვდა ამ
გაუგებრობაში. იმედია, მოსამართლე უდანაშაულოდ ცნობს მას."

პაატა შეყილაძე იმ სასამართლო პროცესსაც იხსენებს, სადაც დაკარგული გიორგი ნანეტაშვილის ოჯახი დაიკითხა.


პაატა შეყილაძე: - მივედი გიორგის დედასთან, ვაკოცე და ვუთხარი, რომ გმირის დედაა და ბოლომდე მიეყვანა საქმე... თუ დამნაშავეა, მამაჩემიც უნდა დაისაჯოს! ამის ჩამდენი კაცი გარეთ არ უნდა იყოს, 100 წელიც კი უნდა მისცენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მამაჩემის უდანაშაულობაში. ეს ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ პროკურატურის წყალობას 6-თვიან სასჯელზე, არ დათანხმდა. ჩვენც კი ვუთხარით, დაფიქრებულიყო, მაგრამ, რომ გაიგო, რას ედავებოდნენ, შოკში ჩავარდა. საპროცესო შეთანხმებაზე რომ დათანხმებულიყო, დღეს თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა. (იხილეთ სრულად)
Lia
16 ნოემბერი 2017 13:10
ჩემი ნათლული ბუღალტრად მუშაობდა იმ დაწესებულებაში სადაც უნივერსიტეტიდან მე გამანაწილეს საბჭოთა პერიოდში. ერთხელ, ბანკიდან ხელფასის გამოტანის დღეს მითხრა, რომ ჩემი პასპორტით გამოიტანდა ხელფასს, ვინაიდან თავისი სახლში დაავიწყდა. მე ეჭვიც არაფერში შემპარვია. იმ სამსახურიდან მალე სხვაგან გადავედი სამუშაოდ. გავიდა რამოდენიმე წელი და სასამართლოდან უწყება მივიღე, მასში ისეთი რამე ეწერა, გაოგნებული დავრჩი. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი პასპორტით პიანინო, მაცივარი და ტელევიზორი ჰქონდა ჩემი ნათლულის დას განვადებით გამოტანილი მარჯანიშვილზე უნივერმაღი რომ იყო, იქიდან. მისი და იმ მაღაზიაში მუშაობდა , გამყიდველად. ის ძვირადღირებულ საქონელს ყიდიდა, ხოლო მთლიან თანხას თვითონ ითვისებდა, საბუთებს კი აფორმებდა ისე, თითქოს ეს საქონელი მყიდველებზე განვადებით გაიცა. ასე აღმოვჩნდი ერთერთ ,,მყიდველად'' მე. ეს მაქინაცია ხდებოდა წლების განმავლობაში და ათასობით მანეთი იქნა მითვისებული ამ გზით მათ მიერ.
ნინო
15 ნოემბერი 2017 23:38
მეც მგონია, რომ ეს ადამიანი გამოიყენეს.
რეზო
15 ნოემბერი 2017 19:59
ერთი კაცი მანახეთ ვინც ამბობს რომ დამნაშავეა!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?