"მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა" - ზუგდიდში მანქანის დაჯახებისას 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა" - ზუგდიდში მანქანის დაჯახებისას 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა".

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.

"ინტერპრესნიუსი"