ადვოკატი: "მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ"

მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.

"ის, როგორც ადამიანი, საქართველოში არავის სჭირდება. მხოლოდ ინფორმაცია უნდათ. მეგის ქარდავას არასდროს ჩაუდენია, რაშიც ადანაშაულებენ და არც სხვებისთვის მიუცია ამის გაკეთების ბრძანება. თუ რამე მსგავსი ხდებოდა, მეგის ქარდავამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა", - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

მისივე ინფორმაციით, ქარდავას მოსანახულებლად უკრაინაში მისი ოჯახი საქართველოდან ჯერჯერობით არ ჩასულა.

"მეგის ქარდავასთან ბოლო შეხვედრა გასულ პარასკევს მქონდა. მისი მდგომარეობა ნორმალურია. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. მისი ოჯახის წევრები არ ჩამოსულან. ნებისმიერ სიტუაციაში, მეგის ქარდავასთან შეხვედრისთვის მათ პროკურატურის ნებართვა დასჭირდებათ", - აღნიშნა ადვოკატმა.

უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"