35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები - რა ბრალდებით დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი პარიზში? - კვირის პალიტრა

35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები - რა ბრალდებით დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი პარიზში?

პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.

35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებულებს შორის ასევე არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან.

დაკავებისას პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

პარიზის გარდა ოპერაცია ასევე იტალიის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიაში ჩატარდა. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს უძრავი ქონება ჰქონდა იტალიაში, ესპანეთში და პორტუგალიაში.

იხილეთ ასევე: რას აცხადებს შსს საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებაზე, რომელთა შორისაც ქართველები არიან

"ინტერპრესნიუსი"