გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს - კვირის პალიტრა

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განაცხადა, ბარათელმა სასჯელი მოიხადა და საპატიმროს დღეს დატოვებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროდან დღის განმავლობაში გათავისუფლდება.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავდაპირველად ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ბრალს არ აღიარებდა.

შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

იხილეთ ასევე: "მოწმე, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ გურამ შარაძის მკვლელების თბილისში ჩამოყვანაში 5000 დოლარი გადაუხადა"

"ინტერპრესნიუსი"