ვინ არიან პარიზში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები"?
ვინ არიან პარიზში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები"?
"სახლებს ტეხავდნენ და ყველაფერი მიჰქონდათ, რაც ძვირფასია - სეიფები, ტექნიკა, საათები... ზოგიერთი მათგანი ძვირფასეულობის და საიუვილერო ნაწარმის განხრით არის სპეციალიზებული. ნაქურდალს ყიდიდნენ, ოქროს ადნობდენ, ძვირფას ქვებს კი ცალკე ასაღებდნენ, შემოსული დიდი ოდენობით თანხებს კი სამი ე.წ. მეწარმის დახმარებით ათეთრებდნენ"

საფრანგეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ პარიზსა და პარიზის გარეუბანში 35-კაციანი ჯგუფი დააკავა, მათ შორის 26 ქართველი, რომელთაგან 5  ე.წ. კანონიერი ქურდია. დაკავებულთა შორის 8 ქალია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.

აღნიშნულ დანაშაულებრივ
ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.

ჯგუფის წევრების დაკავებისას, პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, ე.წ. "ატმიჩკები“, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

"სახლებს ტეხავდნენ და ყველაფერი მიჰქონდათ, რაც ძვირფასია - სეიფები, ტექნიკა, საათები... ზოგიერთი მათგანი ძვირფასეულობის და საიუვილერო ნაწარმის განხრით არის სპეციალიზებული. ნაქურდალს ყიდიდნენ, ოქროს ადნობდენ, ძვირფას ქვებს კი ცალკე ასაღებდნენ, შემოსული დიდი ოდენობით თანხებს კი სამი ე.წ. მეწარმის დახმარებით ათეთრებდნენ", - წერს ფრანგული მედია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოს შსს-სთან თანამშრომლობით დააკავეს.

დაკავებულების შესახებ პირადი ინფორმაცია იძებნება რუსულ ვებგვერდ "პრაიმ კრაიმზე". პარიზში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის არიან: ილია ხელაძე, ნიკოლოზ ნოდია, რევი დარახველიძე და სხვა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ ნოდია 1979 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა. პირველად ის 1997 წელს დააკავეს და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის "კანონიერ ქურდად" 2013 წელს მონათლეს.

გიორგი ვაჟას ძე ფოლადიშვილი 1981 წლის 31 ივნისს თბილისში დაიბადა. 2013 წელს ის ე.წ. კანონიერ ქურდად ნოდარ გამისონიასთან ერთად აკურთხეს.

რევი დარახველიძე 1979 წლის 18 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის "კანონიერი ქურდი" 2000 წელს გახდა. 2008 წელს კიევში დააკავეს და სომხეთში გაუკეთეს დეპორტაცია. 2009 წელს სომხეთშიც დააკავეს და საქართველოს მხარეს გადმოსცეს. 2013 წელს ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.

ილია ხელაძე კი 1972 წელს ლანჩხუთში დაიბადა. ის საქართველოში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

პარიზის გარდა ოპერაცია იტალიის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიაში ჩატარდა. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს უძრავი ქონება ჰქონდა იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

qutaiseli
19 ნოემბერი 2017 14:42
პოლიტპატიმრები რა შუაშია ან ბესელია კანონიერ ქურდებთან თუ მიხუინა და მისი ბანდა არ იყო ქურდების ერთ ნაწილთან ხელიხელ გადაკიდებული.დდ ისე სადაც კეზერაშვილია პოლიტდევნილი ზოგიერთი ლიბერალისტისთვისს იქ ქურდებზე როგორ უნდა დაცდეთ ენა.დდ ესენი თუ იპარავენ აქეთ უგზავნიან ოჯახებს თქგვენგან განსხვავევბით ვინც ბიუჯეტის ვირთხებს იცავთ.
ვაიიიი
19 ნოემბერი 2017 10:25
ქაღთველებს რომ იმ წუთას გამოაჭენებთ ხოლმე ამ ინდოელებით და არაბებით რეომნშეწუხდა თბილისი მარშუტკაში ვერ დაჯდები არაფერი ამოგაცალონ და აბა გაბედე და საჩივარი შეიტანე მასზე ჭშენ გამოგიყვანენ დამნაშავეს
უყურე შენ!
18 ნოემბერი 2017 15:25
ყველანი პოლიტპატიმრები ყოფილან!!!

უშველე, ბესელია!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა