"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ"
30-11-2017
"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ"
საქართველოს შსს-სა და საფრანგეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომლობით, საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა - დააკავეს კრიმინალური­ დაჯგუფების 35 წევრი. აქედან 26 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა,­ მათ შორის 5 - ე.წ. კანონიერი ქურდი: ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი ("სინკარა"), ნოდარ გაბისონია ("სოხუმსკი") და ნიკოლოზ ნოდია ("ტბილის­სკი"), რომლებმაც წლების წინ საქართველოში სასჯელის მოხდის შემდეგ თავი ევროპას შეაფარეს.

ევროპელი­ სამართალდამცველები დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ორი წელი აგროვე­ბდნენ. პოლიციამ მათი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი­ იარაღი, ნიღბები,­
ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ატ­მეჩკები ამოიღეს. ფრანგული მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები ყაჩაღობით ნაშოვნი ფულის გასათეთრებლად აფუძნებდნენ სამშენებლო კომპანიებს. გაზეთი "ფიგ­არო" იუწყება, რომ დაკავებულებს­ გამოძიება სახლებისა­ და მაღაზი­ების გაქურდვაში ადანაშაულებს.­ ჩხრეკისას პოლიციამ 70.000 ევრო ამოიღო­ და დააყადაღა მათ ანგა­რიშებზე დარიცხული 200.000 ევროზე მეტი. თანხის დიდი ნაწ­ილი­
ე.წ. ობშიაკის ფულია. თითოეული ნაქურდლიდან 15% კრ­ი­მინალების ანგარიშზე ირიცხებოდა.

საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მასშტაბური დაკავება­ პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის 5 ივნისს ფრანგმა სამართალდამცველებმა, იტალიელი­ კოლეგების დახმარებით დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების 40 წევრი, რომლებიც ძარცვავდნენ ბინებსა და საიუველირო მაღაზიებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს,­ ეწეოდნენ ადამიანებით კონტრაბანდულ ვაჭრობას.­ ამავე წლის 12 დეკემბერს, დანი­ელმა და ფრანგმა სამართალდამც­ავებმა 60-კაციანი დაჯგუფების წევრი 21 ქართველი დააკავეს. მათ 2 ათასამდე ძარცვაში ედებოდათ ბრალი... 2015 წელს საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, სტრასბურგში - 22 საქართველოს მოქალაქე.

დავით კუხალაშვილი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი:
- ის ფაქტი, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს შს სამინისტროსთან თანამშრომლობით დააკავა, დადებითად უნდა შეფასდეს, ეს იმაზე მეტყვ­ელებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზეც ზრუნავს უსაფრთხოებაზე... როდესაც გააქტიურებულია ჩვენი­ ქვეყნის კრიმინალური ავტორიტეტების მიმოსვლა უცხოეთში, ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა, ისინი დაზვერვისთვის გამოიყენონ, რაშიც მოიაზრება ეკონომიკური სეგმენტის დაპყრობა და ასევე არასასურველი ხელისუფლების დამხობა.

- რომელ ქვეყნებში არიან თავ­მ­ოყრ­ილი ქართველი კრიმინალ­ები?

- ძირითადად ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში­. ყველა სახელმწიფო აკონტროლებს "კანონიერ ქურდებს". მათ არა ცხელ კვალზე, არამედ ათეულობით დანაშაულის ჩადენის შემდგომ აკავებენ. გამოდის, ოპერატიული სამსახურები ვითარებას ვერ ფლობენ, ან ამას შეგნებულად აკეთებენ. როგორც პოლიცია და სპეცსამსახურები აკონტროლებენ კრიმინალურ­ სამყაროს, ისე კრიმინალურ სამყაროს გააჩნია მაკონტროლებელი საშუალებები, მათ შორის სპეცსამსახურებსა და პოლიციაში­ შეღწევადობა. იგებენ­ სამართალდამცველების მეთოდოლოგიას, შეუძლიათ, თანხის სანაცვლოდ მოიპოვონ ინფორმაცია - ვინ არის ჩანერგილი მათთან...

- რა პრინციპით ირჩევენ კრიმინალები ამა თუ იმ ქვეყანას?

- ირჩევენ არასტაბილური დემოკრატიის ქვეყნებს, სტაბილურ ქვეყნებში უფრო ქურდობა-ყაჩაღობაა... ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს გააჩნიათ სათანადო იმუნიტეტიც. თუ ისინი­ ლობის ექვემდებარებიან, შესაძლოა, ტერ­ორისტული ორგანიზაციების მსგ­ავსად, კრიმინალური დაჯგუფებები­ საკუთარი­ სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოიყენონ - პოლიტიკოსებს მიაღებინონ­ მათი, ან სხვა სახელმწიფოს ინტ­ერესების საზიანო უკანონო გადაწყვეტილებები.

- გავლენის რომელ სფეროებს ფლობენ ე.წ. კანონიერი ქურდები?

- მაგალითად, აშშ-ის ხელისუფლებამ და სადაზვერვო სამსახურმა ცივი ომის პერიოდში ე.წ. მაფიოზური დაჯგუფებები გამოიყენეს ქვეყნის შიგნით და გარეთაც პრობლემების მოსაგვარებლად. კომპანიები ჩადიოდნენ უცხო ქვეყნებში და იპყრობდნენ ეკონომიკურ ბაზრებს, პოლიტიკური ლიდერები კი იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იყო იმ სახელმწიფოებისთვის სასარგებლო, ვისზედაც მაფიოზური დაჯგუფებები მუშაობდნენ.

ამიტომ წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნიდან გასული ე.წ. კრიმინალური ავტორი­ტეტებიც და შემოსულებიც. ისინი დაახლოებული­ არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების პირველ პირებთან. მათი მეშვეობით შესაძლებელია არჩევნებზე ზეგავლენა და ეკონომიკური სექტორის კონტროლი... სსრკ-ის დაშლამდე თბილისში გამართულ ბოლო ე.წ. "სხადნიაკზე" იმსჯელეს, როგორ ჩაეგდოთ ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. შემდგომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სწორედ ქურდებსა და ხელისუფლებას შორის გადანაწილდა ქონება და მათზე კონტროლი.

"კანონიერი ქურდები" სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, ანუ მათ ეძლევათ დიპლომატიური პასპორტები.
ეს მიანიშნებს მათ უდიდეს ზეგავლ­ენას სახელმწიფოში, რომელმაც გასცა პასპორტი.

2017 წელს, ჩეხეთში დააკავეს ქურდული შეკრების მონაწილეები, რომელთა შორის აღმოჩნდა ე.წ. კანონიერი ქურდი რუბენ ტატულიანი. მას ჰქონდა სომხეთის მიერ გაცე­მული დიპლომატიური პასპორტი. იგი ასევე დაფიქსირებულია რუსეთის დუმის დეპუტატ ალექსანდრე კარელინთან, გავრცელდა მისი და სომხეთის პრეზიდენტის ფოტო. 1996 წელს ჟენევაში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი "მიხასი" - რომელსაც აღმოაჩნდა კოსტა-რიკის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი. ქართველ "კანონიერ ქურდებზე" დიპლომატიური პასპორტი არ ფიქსირდება.

ნანა ფიცხელაური
ბექა
24 იანვარი 2018 22:18
რომელ ქვეყანაში ჩამოყალიბდნენ ქურდები? არავი არ იცით?
ტოტო
30 ნოემბერი 2017 20:34
და ჩვენთან!?წარმოიდგინეთ ყველაზე მეტი ქურდი საქარტველოდანაა!(მართალია ნახევარზე მეტი დღევანდელ მთავრობა პარლამენტარებთან არის შეკრული. მაგრამ მაინც ....)ვინ გაუშვა "სვაბოდაზე" ლავას ოღლი? ამბობენ კალაძემ!? ვინ გაუჩა ლიჩა ქურდებს 90წლების მაგვარი ამინისტია?(ივანიშვილის დავალებით?)ბესელია-კობახიძემ ხომ არა?სად არის ამჟამად მანანა?საკონსიტუციოში არა? და ბესელია?პ.ს.იმის მაგივრად ბესელი-კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე-გედეონბა ფოფხაძე- და რათქმაუნდა მთავარი "ქურდების"- "ქურდი"-"ავატარი",ციხეში ისხდნენ სად არიან? ქვეყანას მართავენ!....

რედაქტორის რჩევით