ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ - რა გახდა 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ - რა გახდა 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო.

გარდაცვლილი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ის 19 ნოემბერს ღამით სახლში მოსული დაინახეს, დღეს დილიდან კი აღარ გამოჩენილა. როგორც მეზობლები ყვებიან, გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამაშველოს წარმომადგენლებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გარდაცვლილს პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.