სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად რამდენიმე ბინაში ცეცხლი გაჩნდა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად რამდენიმე ბინაში ცეცხლი გაჩნდა (ვიდეო)

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.

ამ დროისთვის სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.

"ინტერპრესნიუსი"