სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა - კვირის პალიტრა

სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია უკვე 13 საათზე მეტია გრძელდება.

მიმდებარედ ლამის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. ეჭვმიტანილები, რომელთაც სამართალდამცვებს გაუხსნეს ცეცხლი, კორპუსიის ერთ-ერთ ბინაში იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ამჟამად კლინიკაში გადაჰყავთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის ადგილას შედიან სასწარფო დახმარების მანქანები.

იხილეთ ასევე: სროლა, აფეთქებები, სამართალდამცავთა შტურმი - რა ხდება ბერი სალოსის ქუჩაზე?

"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვიყვანონ ადგილიდან"