ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები სავარაუდოდ ხელყუმბარებს ისროდნენ - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები სავარაუდოდ ხელყუმბარებს ისროდნენ

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ხელყუმბარებს ისროდნენ.

როგორც თვითმხილველი ლუკა ბარამიძე ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. მას არ აქვს ინფორმაცია სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შესახებ.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. სროლისა და აფეთქებების შემდეგ ადგილზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.