ადგილობრივის თქმით, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს - კვირის პალიტრა

ადგილობრივის თქმით, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს

ერთ-ერთი ადგილობრივი - ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს ბინაში ცხოვრობს ჩეჩენი ოჯახი, მგონი პანკისიდან არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოჯახი ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში წლებია ცხოვრობს.

"დიდი ხანია, წლებია ცხოვრობენ ამ კორპუსში. პატარა ბავშვებიც ჰყავთ. იმ კორპუსის კედლებია დაზიანებული, სადაც ისინი ცხოვრობდნენ", - განაცხადა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა.

ადგილზე სპეცოპერაცია, რომელიც წუხელ დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან