სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღო მან სროლისა და აფეთქებების შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაჭრილ სპეცრაზმელს ექიმები შესაბამის დახმარებას ამ წუთებში უწევენ. შესაბამისად, დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორედ სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას კიდევ ორი პირი დაიჭრა, ამ ეტაპზე მისი დადასტურება ვერ ხერხდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან