არ დასტურდება ინფორმაცია, რომ პირებს, რომელთა ასაყვანადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ - კვირის პალიტრა

არ დასტურდება ინფორმაცია, რომ პირებს, რომელთა ასაყვანადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ

სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირებს, რომელთა ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირებს, რომელთა ასაყვანად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკვე 15 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

თავის მხრივ, ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი, რომლებიც მათივე მეზობლები არიან.

"როგორც ამბობენ, სპეცოპერაცია ორი ჩეჩენი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ისინი ამ კორპუსში წლებია ცხოვრობენ. ბავშვებიც ჰყავთ და ეზოში სასეირნოდაც გამოჰყავდათ. ჩაკეტილი ხალხი არ არიან. ახლა გავიგეთ, რომ სავარაუდოდ მძევლები ჰყავთ აყვანილი, რომლებიც მათივე მეზობლები არიან“, - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ambebi.ge-ს.

ამასთან, ადგილობრივთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს დიდი ოდენობით იარაღი კორპუსის სხვენში ჰქონდათ შენახული.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან