ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად კიდევ ერთი იერიში დაიწყო - კვირის პალიტრა

ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად კიდევ ერთი იერიში დაიწყო

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველებმა იერიში დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავს განაგრძობენ.

საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან.

კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა.

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მცხოვრებლებს საცხოვრებელი კორპუსების დატოვებისკენ მოუწოდეს.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

იხილეთ ასევე: "ჯავშანმანქანაზე შეიძლება დამონტაჟდეს ავტომატური ყუმბარმტყორცნიც, რომლითაც შეიძლება კედელს ამოფარებული დამნაშავეების დაზიანება"