ვის ეკუთვნის ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან გამაგრებულები? - კვირის პალიტრა

ვის ეკუთვნის ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან გამაგრებულები?

არსებული ინფორმაციით, პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დუისის მკვირდმა ასლან ჟაბრალოევმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

აქვს თუ კავშირი და იცნობდა თუ არა ჟაბრალოევი ბინის დამქირავებლებს, ამ დროისთვის მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.

იხილეთ ასევე: ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად კიდევ ერთი იერიში დაიწყო

"ინტერპრესნიუსი"