"ის ხალხი, რომელიც დღეს ამ ეჭვმიტანილებთან კავშირშია, საშიში და თავზეხელაღებული ხალხია..." - კვირის პალიტრა

"ის ხალხი, რომელიც დღეს ამ ეჭვმიტანილებთან კავშირშია, საშიში და თავზეხელაღებული ხალხია..."

"ისმის კითხვა, რატომ გაიწელა ეს სპეცოპერაცია ასე?" - განაცხადა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის შეფასებისას, ექსპერტმა ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებიამ.

მისსივე თქმით, ჩვენი საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. "ის ხალხი, რომელიც დღეს ამ ეჭვმიტანილებთან კავშირშია, საშიში და თავზეხელაღებული ხალხია, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში არიან ამჟამად, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შეიძლება განახორციელონ ახალი აქტები..." - განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ.