"ის საქართველოს მოქალაქე არ არის და სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს" - რა ვიცით ამ დროისთვის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"ის საქართველოს მოქალაქე არ არის და სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს" - რა ვიცით ამ დროისთვის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულზე?

22 ნოემბერს, სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი ეჭვმიტანილი დაკავებული იყო. არაოფიციალურად ვრეცლდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პანკისის ხეობიდან იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

დღეს დაკავებულს უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება. დანაშაული, რომელშიც ისაა ბრალდებული საკმაოდ მძიემა და 10-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

რა ვიცით ამ დროისთვის დაკავებულზე?

წარდგენილ ბრალთან და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის ადვოკატს იმედა ქარქაშაძეს განცხადება არ გაუკეთებია.

მან უკომენტაროდ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.

სუს-ის შენობაში შესვლამდე კი ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა მან დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. მისი თქმით, როგორც იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის. ადვოკატის თქმით, ის სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გახამურდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  სპეცოპერაცია თითქმის 20-საათს გაგრძელდა, რომლის დროსაც  დაჭრილი სპეცრაზმელი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ერთ-ერთ ბინაში დამაგრებული 3 ეჭვმიტანილის ლიკვიდირება მოხდა.