"ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი,­ რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი"
02-12-2017
"ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი,­ რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი"
აჰმედ ჩატაევმა ჩაწერა ვანო მერაბი­შვილისა და მიხეილ სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი რაღაც დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის­ ამბებთან დაკავშირებით... ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი

გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებულ სპეცოპერაციას საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის მოადგილე ვიქტორ ჭელიძე ეხმაურება. როგორც განგვიცხადა, არცთუ დიდი ხნის წინ აჰმედ ჩატაევის უახლოეს მეგობართან ერთად იმყოფებოდა საკანში და სკანდალური ინფორმაციებიც აქვს - ვიდეოფირი, რომელზეც ის საუბრობს, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს.

-
იარაღი, რომელიც იმ ბინაში იყო შეტანილი, უეჭველად საქართველოში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან­ გამოიტანეს და ეს იყო თავის დროზე რუსეთიდან­ შემოტ­ანილი იარაღი! ქართულ მხარეს ხელს არ აძლევდა იმ პირების ლიკვიდაცია, მხოლოდ დაკავება იყო განზრახული, თანაც შემდგომი დამუშავების და გადაბირების მიზნით... თუმცა, ცეცხლის გახსნამ ისე არივ-დარია ყველაფერი, მათი
ლიკვიდაციის გამო ქართულ მხარეს თავი სამართლებელიც გაუხდა. განცხადება,­ რომ ერთ-ერთმა თავი აიფეთქა, სწორედ ამას უსვამდა ხაზს, - ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ლიკვიდაციას შესაძლოა მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯი და ტერორისტული აქტი ხალხმრავალ ადგილზე. ამის თავიდან არიდებას ცდილობს ქართული მხარე, რომელსაც სურს, კვლავაც შეძლოს სხვადასხვა­ ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედების გაკონტროლება-დაბალანსება, რაც უფრო და უფრო რთულდება. თუმცა, ჩატაევის მოხსენიება ტერორისტთა შორის, სულ სხვა დასკვნების გამოტანის საფუძველს მაძლევს...

- კერძოდ?

- არცთუ დიდი ხნის წინ #12 პენიტ­ენციარულ დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს აბსურდული ბრალდებების გამო. საკანში ჩატაევის უახლოეს ძმაკაცთან ერთად ვიჯექი. ის დღემდე ციხეშია, ქართ­ული სახელითა და გვარით იხდის სასჯელს.­ სინამდვილეში ჩრდილოკავკასიელია და სულ სხვა სახელი და გვარი აქვს. მისგან გავიგე, რატომ გაათავისუფლა ხელისუფლებამ ჩატაევი. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი­ სპეცსამსახური­ მისგან ითხოვდა. ჩატაევმა ჩაწერა ვანო მერაბი­შვილის და მიხეილ სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი რაღაც დავალებებს­ აძლევდნენ ლაფანყურის­ ამბებთან დაკავშირებით... ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი,­ საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება ყოფილი პირველი პირისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი. ჩატაევის ძმაკაცმაც იცოდა, სად ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი, მაგრამ ამბობდა,­ - ინფორმაციას არ მივცემ ხელისუფლებას, რადგან ჩატაევისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, რომ მის უნებართვოდ ხმა არ ამოვიღოო. ჩატაევი დაჰპირდა ქართულ სპეცსამსახურს, რომ ამ ჩანაწერს თავად მიუტანდა, მაგრამ სიტყვა გატეხა. ცხადია,­ თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, ქართულ მხარეს ისევ მისი დაკავება, დამუშავება და ჩანაწერის მიღება მოუნდა. ჩატაევს კი, როგორც ჩანს, სხვა მიზნები ჰქონდა და თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლებას სხვა გზით ცდილობდა. მას საქართველოს ციხეებში არაერთი თანამზრახველი ჰყავს, ერთ-ერთი სწორედ ის არის, ვისზეც უკვე გესაუბრეთ.

- აიუფ ბორჩაშვილს გულისხმობთ?

- არა. პირი, რომელზეც გესაუბრეთ, თავის დროზე ჩატაევთან ერთად დააკავეს. ასე რომ, თუ ჩატაევის ლიკვიდირება ან მათთან რამე კავშირი დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურის და ჩატაევის პირადი ინტერესების გადაკვეთასთან, რასაც სიტუაციის არევა და გართულება მოჰყვა.

ეკა ასათიანი
SS
03 დეკემბერი 2017 00:08
შენი თამადობით ყველა ტუნელიდან გამამძვრალს გაუმარჯოს!!!
...
02 დეკემბერი 2017 19:40
546--სრულიად გეთანხმებით. რომ ვკითხულობდი ყოფილი სამხედრო პირის საჯარო პასკვილს, როგორც იტყვიან გაშტერებული დავრჩი. სად რა არ უნდა ილაპარაკოს ყოფილმა სამხედრომ ეს არ იცის? ამან არ იცის, არ იციან ჟურნალისტებმა, არ იციან ჩასაფრებულმა ნაციონალებმა. მიჩნდება კითხვა-- ყველაფერ ამას შეგნებულად ხომ არ აკეთებენ?ქვეყანაში ქაოსს შეგნებულად ხომ არ უწყობენ ხელს? ხომ არ დადგა დრო ხელისუფლებამ კანონს დაუქვემდებაროს უაზრო, ქვეყნის წინაააღმდეგ მოლაქლაქე პიროვნება, ანდა ტელევიზია.
546
02 დეკემბერი 2017 15:36
ხალხო სულ გამოშტერდით ? რა საჭიროა ყველაფრის საქვეყნოდ გამოტანა ?სახელმწიფოებრივად ვინმე აზროვნებთ ?ყველა ქვეყანას აქვს საიდუმლო,რომელის გამჟღავნებაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში.ამ “ნასარდლარმა“ უნდა იცოდეს მაგდენი.ეტყობა, რა ფიციც მისცა სამშობლოს.
ვერ ხვდებით რა ხდება ? რა მნიშვნელობა აქვს,ვინ რომელი პარტიის მომხრეა ? ყველაფერს ხომ არ შეიძლება გადააყოლო სამშობლო.ჯერ ‘’სარდალყოფილს’’ რა ატლიკინებს,თუნდაც მართალი იყოს,ჩაეყენებინა საჭირო სამსახურები საქმის კურსში.მეორეც , ზარანდია რომ არიგებს,ჭორიკანა კაცებთან ილაპარაკე,რომ ხმა გავრცელდესო,იმას ჰგავს.მესამეც,სპეცსამსახურებმა გინდაც მოიპოვონ ეს მასალა,უნდა გააქრონ ან ისე ჩაკეტონ,რომ 100 წელი ვერავინ ნახოს.მიშას და ვანოს წიმააღმდეგ კი გამოვიყენებთ,მაგრამ გარეშე მტერი რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს,დიდი მიხვედრა უნდა ? ვერ დაინახეთ,რომ იძახეს უტვინო ქართველებმა,ომი ჩვენ დავიწყეთო,როგორ შემოგვიბრუნეს? მიშას კი არა საქართველოს ავნეს.იმ მთავრობას თუ არ ქონდა ტვინი,ფეხებზე ეკიდა საქართველო,შენ თუ ქვეყანაზე ფიქრობ,რატომ აკეთებ უარესს. რომ წერთ საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდებაო,ვერ ხვდებით,რომ მიშას ერთხელ ახსენებენ და მერე უკვე საქართველო იქნება პასუხისმგებელი? მიშა ამოვარდება ინფორმაციებიდან და დარჩება საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს შ.ს.მინისტრი.იქ არავინ იტყვის, ეს მოხდა მიშას საქართველოშიო.უტვინობას არ აქვს საზღვარი...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები