"უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება" - რას ამბობს "ლეოგრანდის" მფლობელი?
27-11-2017
"უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება" - რას ამბობს "ლეოგრანდის" მფლობელი?
უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო "ლეოგრანდი" დაჯარიმებული არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.

"სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია", - განაცხადა ავგორენმა.

მან სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, სასტუმროს პერსონალი მუშაობას გააგრძელებს.

"ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან", - განაცხადა ავგორენმა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21
ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"
ლალი
27 ნოემბერი 2017 21:30
მომსახურე პერსონალმა არ იცოდა ხალხი სად იყო?წესით მომსახურე პერსონალი,დაცვა,მენეჯერები,სართულის მორიგე და სხვა ,ინსტრუქცია უნდა იცოდნენ ზეპირად,და კიდევ ადრე სკოლებშიც კი გვიტარდებოდა ასეთი სწავლებანი,კითხეთ ერთი ნებისმიერი სასტუმროს მფლობელს,ასეტი სწავლება თვეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს,ჩაუტარებიათ ,ან უსწავლებიათ პერსონალისთვის?მარტო ფულის კეთებაზე რომ არიან გადასული.
უსაფრთხოების წესების დაცვა სავალდებულო უნდა იყოს,მარტო ქაღალდზე კი არ უნდა იწერებოდეს

რედაქტორის რჩევით