"ბორჩაშვილი ამბობს, ჩატაევის მკვლელობას შეიძლება სასტიკი შურისძიება მოჰყვესო"
12-12-2017
"ბორჩაშვილი ამბობს, ჩატაევის მკვლელობას შეიძლება სასტიკი შურისძიება მოჰყვესო"
2 წლის წინ, პანკისელი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, მაშინ ჩატაევმა თურქეთიდან აუდიომიმართვა გამოგზავნა, ის ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების გათავისუფლებას მოითხოვდა: თუ მათ არ გაათავისუფლებენ, საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცულიო.

გელა ნიკოლაიშვილი, აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატი: - ბორჩაშვილს ორი ბრალდება აქვს წაყენებული - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა­ და ორი პირის გადაბირება-გაგზავნა სირიაში.­ მას 17 წელია ვიცნობ, პატარა ბიჭი იყო, მეგობრებთან ერთად ჩვენთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში რომ მოდიოდა, ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა­...

ბორჩაშვილი
2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილე­ობდა - პანკისში მოხალისე ახალგაზრდები შეკრიბა ცხინვალში საბრძოლველად. მისი ნათესავი იყო ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) - "ისლამური სახელმწიფოს" თავდაცვის მინისტრი. მან აიუფი სირიაში მიიწვია და ეს არანაირ სამხედრო ოპერაციასთან არ ყოფილა დაკავშირებული. მაშინ ბათირაშვილი დაჰპირდა, ფულს გამოგიგზავნი,­ რომ პანკისელი მეომრების ოჯახებს
დაეხმაროო. ბორჩაშვილს არავინ გადაუბირებია­ და არც გაუგზავნია სირიაში. როდესაც კუშტანაშვილმა და ბაღაკაშვილმა (ორივე­ დაიღუპა) უთხრეს, სირიაში წასვლა გვინდა და რას გვირჩევო, უკან გაუშვა, მე კი არა, დედ-მამას დაეკითხეთო. ბიჭები სირიაში მაინც წავიდნენ...

ბორჩაშვილმა სპეცოპერაციის ამბავი ტელევიზიით გაიგო... ამბობს, რომ ჩატაევის მკვლელობას შეიძლება სასტიკი შურისძიება მოჰყვეს და მზად არის, დაეხმაროს ხელისუფლებას - თუკი ვინმე გავლენიან პირს იცნობს, ყველას გამოიყენებს დაძაბულობის განსამუხტავად...
როცა ბორჩაშვილი დააკავეს, მაშინ 6 ბინა გაჩხრიკეს პანკისსა და თბილისში, მათ შორის იყო ის ბინაც, სადაც ახლა სპეცოპერაცია ჩატარდა (ბინაში მერაბ ცათიაშვილი ცხოვრობდა, რომელმაც შემდეგ ბინა დააგირავა). კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. ეს ბინა ერთი-ორჯერ სააკაშვილის დროსაც გაჩხრიკეს...

ბორჩაშვილს ჩატაევთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ ჰქონია. ჩატაევს თავისი აუდიომუქარით თითქოს აიუფის და სხვების დახმარება უნდოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - ჩანაწერი ბრალდების მხარემ მტკიცებულებად გამოიყენა­ - ტერორისტთან კავშირში თუ არ იყავი, ეს ადამიანი შენს გათავისუფლებას რატომ ითხოვდაო? ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც პირველად დადგა საკითხი, ჩეჩნებს ეძიათ თუ არა შური ქართველებზე, დოკუ უმაროვმა განაცხადა, ეს არ უნდა მოხდესო. საქართველოს ფარად დაუდგა თარხან ბათირაშვილიც, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარიყო. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ბათირაშვილს, უმაროვსა და ჩატაევს საქართველოსთან მტრული დამოკიდებულება არ ჰქონიათ.

ნანა ფიცხელაური
222
13 დეკემბერი 2017 17:48
კიმაგრამ, ჩატაევი კი არ მოკლეს, თავი აიფეთქა !! ამ ორ რაღაცას შორის დიდი განსხვავებაა..
ტოტო
12 დეკემბერი 2017 16:44
ცხენს ვერაფერი დააკლო და უნაგირი დაამტვრიაო.
Qmedeba
12 დეკემბერი 2017 16:11
გადახედეთ ისტორიას და არ დაგავიწყდეთ ვის წინააღმდეგ აპირებთ ბრძოლას . იმედია გახსოვთ ჩვენს მოძმე ქვეყანაში ომი რომ იყო რომელმა ქვეყანამ გაუკეთა კარიდორი და შეუშვა საკუთარ ქვეყანაში რათა გადარჩენილიყვნენ . ოდესღაც ყველა თავის ქმედებაზე აგებს პასუხს.

რედაქტორის რჩევით