"ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება"
09-12-2017
"ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება"
"ზურაბ ჟვანიას ექსჰუმაციის საკითხი ტექნიკური საკითხების გამო გადაიდო"

"მათ, ვინც ზურას სიკვდილის შემდეგ სააკაშვილის გუნდში გაიქცა, ზურას მეგობრებად ვერ მივიჩნევ..."


9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ის 54 წლის უნდა გამხდარიყო... ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებები ისევ ბურუსით არის მოცული. რატომ ვერ მთავრდება გამოძიება, რა უშლის ხელს პრემიერის ცხედრის ექსჰუმაციას, რაზეც ოჯახის წევრები, დიდი ხანია, თანხმობას აცხადებენ და გაიხსნება თუ არა ეს საქმე? "კვირის პალიტრას" ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ესაუბრა.

- ადრე რაღაც დეტალებზე­ ვამახვილებდი ყურადღებას, თა­რ­იღებსაც კი ვასახელებდი, როდის გაიხსნებოდა ეს საქმე, თუმცა საბოლოოდ ჩემი და საზოგა­დოების მოლოდინი არ გამართლდა.
მუდმივად მაქვს კონტაქტი პროკურატურასთან, საქმის კურსში ვარ და ვფიქრობ, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საქმე გაიხსნას.
თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის რომელიმე ეპიზოდის გასაჯაროებას,
გაასაჯაროოს.

- ე.ი. პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა პროცესი ჯერ მიმდინარეობს და საქმის გახსნას ველოდებით... თუმცა ვხედავ, რომ მუშაობენ.

- ზუსტად ერთი წლის წინ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ქალაქის ყოფილი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადებამ, რომ ცხედრის ექსჰუმაცია ფარულად მოხდა­ და მკვლელობის კვალი ვერ დადასტურდა...
- ზოდელავამ სისულელე თქვა!

- და ოჯახი ისევ თანახმაა, მოხდეს ცხედრის ექსჰუმაცია?
- რა თქმა უნდა.

- მაშ, ხელს რა გიშლით?
- არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რომლებიც თუ არ მოგვარდა, ექსჰუმაციამდე ვერ მივალთ. ზუსტად ამ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტისთვის მიმდინარეობს მუშაობა.

- ზურაბ ჟვანიას დედა, ქალბატონი რემა ამბობდა, როგორც კენედის საქმე ვერ გაიხსნება, ისე ვერ გაიხსნება ეს საქმეცო.
- ეს არის დედაჩემის ემოციური დამოკიდებულება, მე კი მიმაჩნია, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება.
მე გამოძიების ყველა დეტალი ვიცი, მუდმივი კავშირი მაქვს პროკურატურის წარმომადგენლებთან, პროცეს­ებს ვაკვირდები, რაც მაძლევს იმედს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება.

- როგორ აღნიშნავთ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს?

- ვიცი, რომ ზურას დაბადების დღიდან ძალიან მალე წინანდლის პრემიით დაჯილდოების ღონისძიება იგეგმება, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდი მართავს. ზურას დაბადების დღეს კი ტრადიციულად საფლავზე გასვლით აღვნიშნავთ ოჯახის წევრები, მისი მეგობრები.

- საფლავზე ოჯახის წევრების შემ­დეგ მიდიოდა ზურაბ ჟვანიას­ ყო­ფილი თანაგუნდელების ნაწილი, რომლებიც თავს დღესაც მის მეგობრებად მიიჩნევენ...

- ისინი თვითმარქვიები არიან. მათ, ვინც ზურას სიკვდ­ილის­ შემდეგ სააკაშვილის გუნდში გაიქცა, ზურას მეგობრებად ვერ მივიჩნევ... უფრო მეტად უპატიებელია ის ნაბიჯები, რაც ამ ადამიანებმა ზურას საქმის გამო­ძიებასთან დაკავშირებით გადადგეს.
პ.ს. რატომ ვერ მთავრდება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება და იგეგმება თუ არა ცხედრის ექსჰუმაცია? ვეცადეთ, ამასთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია გაგვერკვია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა­ პასუხად ისევ დაპირება (რომ ყველაფერს გაარკვევდნენ და გვიპასუხებდნენ), შემდეგ კი დუმილი მივიღეთ.

ეკა ასათიანი
11 დეკემბერი 2017 16:29
ვერ ვხვდები რა უნდა გაიხსნას?მოასვენეთ ადამიანი მიწაში.
ნინკა
11 დეკემბერი 2017 15:21
ჩემი აზრით ყველაზე სწორი იყო იყო ის პირველი ვერსია,რომელიც გაჟღერდა! სხვა რამ ვერსია რომ ყოფილიყო,აქამდე მილიონჯერ გვამცნობდნენ! ყველაფერი მოხდა ისე,როგორც ყველამ ვიცით და აღარ არის საჭირო ამ თემით სპეკულირება!
არსენა
11 დეკემბერი 2017 12:35
იზოს ვეთანხმები. რადგან ამდენი ხანია გვაბითურებენ, ჯობია დახურონ საქმე და მართლაც მოვრჩეთ.

რედაქტორის რჩევით