"განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი?
"განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი?
თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდაო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის მოთხოვნით, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს.

"არ გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოშივე მითხრა, იმდენად დათრგუნული ვარ, რომ არ მინდა არანაირი გასაჩივრებაო, თუნდაც უდანაშაულო ვიყოო. საზოგადოებისგან იზოლირება მინდა, ისე განვიცდიო. თვითონ ფაქტი, იმდენად
რთულიაო, განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა, თუმცა აქვე ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ბრალდებული აპირებდა პოლიციაში მისვლას შვილთან ერთად, რათა მომხდარის შესახებ განეცხადებინა.

"დანაშაული აღიარა. არ დასცალდა ამ კაცს რომ მისულიყო იქ. თვითონ ფაქტი მთელმა საქართველომ იცოდა და მაგის მისვლა არაფერს არ წვყეტდა. მიდიოდა, რათა წარედგინა თავისი შვილი და რაც იცოდა განეცხადებინა პოლიციისთვის", - განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის
მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

"ინტერპრესნიუსი"
lali
07 დეკემბერი 2017 14:40
შვილი კაცურად გაზარდე და აღარ გექნება განცდები
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა