"5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე" - მსაჯის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება?!
"5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე" - მსაჯის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება?!
გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ილია ტუღუშის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. ოჯახის ინფორმაციით, "გურია"- "ლანჩხუთის" თამაშზე "ლანჩხუთს" უნდა მოეგო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ილია ტუღუშს თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.

"თამაში მოგებული უნდა ყოფილიყო, ეს ფული ამაზე გაიცა, მერე კი ჩემს შვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვეს", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ მარინა ტუღუშმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

"5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ეკა მოისწრაფიშვილმა.

ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის "გურიის" დირექტორი ნუგზარ ჩხაიძე ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავს.

მალთაყვაში, ზღვის პირას
მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილიო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
დღის კითხვადი სტატიები